ბლოგი:
სექტემბერი 08, 2016
ავტორი Anika
ზეთს კოსმეტიკაში ბევრი დანიშნულებით ვიყენებთ: თმის ზეთი, სახის ზეთი, ტანის ზეთი, მასაჟის ზეთი, თუმცა ალბათ ძალიან ცოტას თუ გვსმენია და გამოგვიყენებია ტუჩის ზეთი. ამ ზეთს მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქცია აქვს: კვებოს, დაატენიანოს და ერთიანობაში მოუაროს ტუჩის ნაზ და მგრძნობიარე კანს, რომელიც სხეულის და სახის სხვა ნაწილებზე ნაკლებ ყურადღებას და მოვლას ნამდვილად არ საჭიროებს.
რა არის ტუჩის ზეთი? მბზინავი საცხის და ბალზამის ერთგვარი კომბინაციაა, მოხერხებულად ერთ შეფუთვაში ჩასკუპებული. კონსისტენცია თხევადია და შედარებით თხელია. როგორც წესი, ასეთ ზეთს თავისივე აპლიკატორი მოყვება. ტუჩის ზეთისგან განსაკუთრებულ ფერადოვან გარდასახვებს ტყუილად ნუ მოელით - ის კარგად შეასრულებს თავის მთავარ ფუნქციას, მოუვლის თქვენი ტუჩის კანს და გააძლიერებს მის ბუნებრივ ფერს.
ვნახოთ, რა არჩევანი გვაქვს ამ მიმართულებით, ჩვენთვის ნაცნობ კოსმეტიკურ ბრენდებში.
YSL-ის ტუჩის ზეთი volupte tint-in-oil - ეს ზეთი ტუჩებს მბზინვარებას და მოცულობას ანიჭებს. გარგრის, მაკადემიას, ჟოჟობას, ქინძის ზეთი ამ მგრძნობიარე ზონას იდეალურად ატენიანებს. ზეთი არც თუ ისე თხევადია, ამიტომაც, მისი წასმა თვალებდახუჭულს, სარკის გარეშეც შეგიძლიათ - ეს ხუმრობით.
Clarins, Instant Light Lip Comfort Oil - მსუქანი და მოსახერხებელი აპლიკატორის წყალობით ეს ზეთი ძალიან თანაბრად ნაწილდება ტუჩებზე. კონსისტენცია ოდნავ გელისმაგვარი აქვს, არ არის ზედმეტად თხევადი. ტუჩზე წასმისას ნახევრადგამჭვირვალე ეფექტს იძლევა, ზომიერი მბზინვარებით. თუ ცოტა ხანი მის ბოლომდე შეწოვას დაელოდებით, რეალურად, შეგიძლიათ როგორ ტუჩსაცხის ბაზა ისე გამოიყენოთ.
Lancome, Juicy Shaker - ეს ორფაზიანი პროდუქტია. ფლაკონს გარედან რომ შეხედავთ, ნახავთ რომ შიგთავსი ორ განსხვავებულ სითხედ არის გაყოფილი - შეანჯღრიეთ და ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ყველა ინგრედიენტი აპლიკატორ-ბალიშზე მოთავსდება. მბზინავის შემადგენლობაში გარგრის, ტკბილი ნუშის, შტოშის და ასკილის ზეთებია შესული. ვიტამინების ასეთი კომბინაციით ტუჩის ნაზი კანი იდეალურად იკვებება და დიდი ხნით ინარჩუნებს ტენიანობას. კონსისტენცია საკმაოდ თხევადია, მბზინავ ტუჩსაცხზე მეტად წყალს მოგაგონებთ. ზეთი შეგიძლიათ მთელ ტუჩზე წაისვათ ან მხოლოდ შუა ნაწილზე - ასე მოცულობას ვიზუალურად გაზრდით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა