ბლოგი:
აგვისტო 23, 2017
ავტორი Anika
ჩაის მოყვარულებისთვის ოლონგის ჩაი, წესით, სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს: თბილისის მასშტაბით ხარისხიანი ჩაის შეძენა სადაც არის შესაძლებელი, ოლონგის ჩაის აუცილებლად შეხვდებით. ბევრი მას მწვანე ჩაის ადრის, თუმცა ოლონგი თავისი უნიკალური თვისებებით სხვა სახეობებს შორის გამოირჩევა, რაზეც დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ.
რეალურად, ოლონგის ჩაის განსაკუთრებილობას უპირველეს ყოვლისა, მისი გადამუშავების მეთოდი სძენს: ოლონგი ფერმენტირების პროცესს და ნაწილობრივ ოქსიდაციას გადის მწვანე ჩაისგან განსხვავებით, რომელიც ამ პროცესებს არ ექვემდებარება, შავი ჩაი კი სრულად გადის ფერმენტაციასაც და ოქსიდაციასაც, რაც მას მისთვის დამახასიათებელ შავ ფერს ანიჭებს.
მწვანე ჩაის თუ შევადარებთ, ოლონგის ჩაი ნაკლები ოდენობით შეიცავს სასარგებლო კატექინებს და ანთების საწინააღმდეგო პოლიფენოლებს, თუმცა ოლონგში ფტორიც ნაკლები ოდენობითაა. კოფეინის შემცველობა ჩაის ამ ორ სახეობას მსგავსი აქვს - ოლონგი ოდნავ ძლიერი კონცენტრაციით შეიცავს კოფეინს, თუმცა ორივეს შემცველობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ყავისას.
რა ტიპის კონკრეტული სასარგებლო თვისებები აქვს ოლონგის ჩაის?
1. ის კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვის სასარგებლო მიკრობებს შეიცავს, შესაბამისად, მისი მოხმარება შესაძლოა პრობიოტიკის მიღების ალტერნატივაც იყოს, როგორც ამას რიგი კვლევების შედეგად ამტკიცებენ.
2. იაპონიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც იაპონიის 76 000 ზრდასრული მაცხოვრებელი მონაწილეობდა, ოლონგის ჩაის სისტემატური მიღება 61%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების რისკს. ამას გარდა, ჩაის ეს სახეობა არტერიულ წნევას არეგულირებს და შესაძლოა, შეამციროს ინსულტის განვითარების საშიშროება.
3. კვლევაში მონაწილე ადამიანებში, ოლონგის ჩაის რეგულარულად მირთმევის შედეგად, ძვლოვანი სისტემის გაუმჯობესებული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
4. ოლონგის ჩაი კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს: პოლიფენოლების მაღალი შემცვლეობის წყალობით, ორგანიზმში თერმოგენეზი აქტიურდება, რის შედეგადაც ძლიერდება ცხიმების წვის პროცესი. ამიტომაც, ოლონგის ჩაის არაერთ პოპულარულ წონაში კლების პროგრამაში უწევენ რეკომენდაციას.
5. ოლონგი მდიდარია ანთების საწინააღმდეგო პოლიფენოლებით - ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანადგურებენ სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა