ბლოგი:
ოქტომბერი 13, 2015
ავტორი Anika
რკინა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისთვის და რომელიც ორგანოებს და ქსოვილებს ჟანგბადს აწვდის. რკინა კანის ტონუსის სიმყარეს უწყობს ხელს და განაპირბებს თმის და ფრჩხილების ჯანმრთელ მდგომარეობას. ქალებისთვის რკინის დღიური დოზა 18 მგ.-ს შეადგენს. დღევანდელ პოსტში შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავენ და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ხამანწკები - 6 ხამანწკასგან შემდგარი ულუფა 6 მგ. რკინას, 60 მგ. კალციუმს, 9 გ. ცილას და სულ რაღაც 70 კკალ.-ს შეიცავს. ამას გარდა, ხამანწკა მდიდარია თუთიით, რაც იმუნიტეტის გაძლიერებას იწყობს ხელს. თუმცა, ეს დელიკატესი საკმაოდ ძლიერი ალერგენია - ამიტომაც, მათი მირთმევისას ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს.
თეთრი ლობიო - გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ლობიოს 100 გრამიანი ულუფა საკვები უჯრედისის დღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და 6 მგ. რკინას, 1100 მგ. კალიუმს შეიცავს. გარდა ამისა, თეთრი ლობიო დიდი რაოდენობით ცილას, კალციუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. საკმაოდ გემრიელიცაა - მე ყოველთვის სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე. მართალია, ამ ლობიოს დაკონსერვებული ვარიანტებიც არის გაყიდვაში, მაგრამ ცოცხლად შეძენა გაცილებით ჯანსაღი არჩევანია: ღამით წყალთან ერთად დასალბობად დატოვებთ და მეორე დილით 40 წუთიდან 1.5 საათამდე მოხარშავთ.
საქონლის ღვიძლი - 100 გრამი საქონლი ღვიძლი დაახლოებით 7 მგ-მდე რკინას შეიცავს. ამას გარდა, ის განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, A და D ვიტამინების კარგი წყაროა და რაც მთავარია, საკმაოდ დაბალკალორიულია: 100 გრ. საკვებზე მხოლოდ 170 კკალ. გამოცდილი მზარეულების რეკომენდაციით, საქონლის ღვიძლს მომზადებამდე რამდენიმე საათით რძეში თუ ჩავალბობთ, ის განსაკუთრებით რბილი და ნაზი გამოვა.
ოსპი - 100 გრ. ოსპში თითქმის 12 მგ. რკინაა. ამას გარდა, ეს საკვები მდიდარია მაგნიუმით (მნიშვნელოვანია გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის), შეიცავს ტრიპტოფანს (ეს ამინომჟავა ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად იქცევს, რაც კარგი განწყობის წინაპირობაა). ისევე როგორც თეთრი ლობიო, ოსპიც დიდი რაოდენებით შეიცავს უჯრედისს: 100 გრ. პროდუქტზე 12 მგ.
ისპანახი - რკინის შემცველობით ისპანახი ოსპსაც კი უსწრებს: 100 გრამზე 13.5 მგ რკინას შეიცავს. ამასთან, ის ძალიან დაბალკალორიულია (23 კკალ.), მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და იმუნიტეტზე, კალციუმით, რაც ჯანსაღი კბილებისთვის და ძვლებისთვის აუცილებელია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა