We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

რკინით მდიდარი საკვების ხელსაყრელი კომბინაციები

_from blog_:
_May_ 03, 2016
_by_ Anika
ვეგეტარიანელებისთვის ან სულაც ხორცის მიმართ მწყრალად განწყობილი ადამიანებისთვის ვიტამინებისა და მინერალების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი რკინის საკმარისი ოდენობით მიღებაა. მართალია, რკინა მცენარეულ საკვებშიც მოიპოვება, თუმცა, მისი ათვისება ორგანიზმის მიერ შედარებით პრობლემურია. მცენარეულ პროდუქტებში არსებული რკინის მხოლოდ 2-20%-მდე აღწევს რეალურად საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლამდე, რაც ცხოველური საკვებიდან მიღებულ რკინასთან შედარებით საგრძნობლად მცირეა - 15-35% მდე ცხოველური პროდუქტების შემთხვევაში.

დიეტოლოგები ამ პრობლემის მარტივ გადაჭრას გვთავაზობენ: საკვებს C ვიტამინი დაუმატეთ - ასე თქვენი ორგანიზმი მცენარეული პროდუქტებიდან მიღებულ საკვებს თითქმის 6-ჯერ მეტად აითვისებს.  აქვე შემოგთავაზებთ ექიმების მიერ რეკომენდებულ საკვების იმ კომბინაციებს, სადაც რკინით მდიდარი მცენარული საკვები C ვიტამინით მდიდარ სხვა საკვებთანაა კომბინირებული.

1. ისპანახს (რკინა) + ბულგარული წიწაკა (C ვიტამინი) - ამ პროდუქტების კომბინირება საკმაოდ მარტივია: ისპანახით მომზადებულ სალათს მარტივად შეგვიძლია დავუმატოთ უმი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა ან ისპანახი დავამატოთ სატენით გამზადებულ ბულგარულ წიწაკას.

2. ბროკოლი (რკინა) + პომიდორი (C ვიტამინი) - ორთქლზე მომზადებული ბროკოლის ყვავილედი შეგვიძლია პომიდვრით მომზადებულ პასტას დავუმატოთ ან მარტივად ბროკოლი, პომიდორი, სოკო, ნიორი და შესაბამისი სანელებლები ზეითუნის ზეთში მოვშუშოთ.

3. მუქი შეფერილობის ლობიო (რკინა) + კომბოსტო (C ვიტამინი) - მოშუშულ კომბოსტოს მარტივად შეგვიძლია დავუმატოთ მოხარშული ლობიო.

4. ოსპი (რკინა) + ბრიუსელის კომბოსტო - მათი კომბინაციით ადვილად შეიძლება სალათის მომზადება: ოდნავ მოწალული ბრიუსელის კომბოსტო მოხარშულ და უკვე მომზადებულ ოსპს დავუმატოთ და სულ ესაა.

5. შავი შოკოლადი (რკინა) + მარწყვი (C ვიტამინი) - ეს ყველაზე გემრიელი და სანუკვარი კომბინაცია, თუ მარწყვი გიყვართ, რასაკვირველია. ჩემი საყვარელი ვარიანტი მარწყვზე მოხეხილი შავი შოკოლადია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







_OTHER BLOGPOSTS_