We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როცა D ვიტამინი გვაკლია

_from blog_:
_February_ 17, 2014
_by_ Anika
ბევრმა თქვენგანმა იცის, ალბათ, რომ D ვიტამინის საკვებიდან მიღება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენს. არადა რამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ ვიტამინს ჩვენი ორგანიზმისთვის, რასაც არაერთი კვლევა ადასტურებს: ძლიერი ძვლები, უკეთესი გუნება-განწყობა და წონაში კლების გამარტივება. ამიტომაც, დიდი სიფხიზლე და ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ საიმისოდ, რომ ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინის დეფიციტში არ აღმოჩნდეს. როგორ მივხვდეთ, რომ საქმე D ვიტამინის ნაკლებობასთან გვაქვს?!

1. კუნთების სისუსტე - თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ ვარჯიშის დროს, კუნთები ადვილად გეღლებათ, იმავე რაოდენობის გამეორებებს ვეღარ ასრულებთ, როგორც ადრე, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ კუნთოვან მასაში და ნერვულ უჯრედებში D ვიტამინი გვაკლია;

2. The Journal of Clinical Endocrinology & Metabolism-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, D ვიტამინის დეფიციტის დროს ადვილად ვითარდება დეპრესია;

3. D ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ქრონიკულ ტკივილთან;

vitamin-d-fracture

4. როგორც გითხარით, D ვიტამინი ჯანმრთელი ძვლების საწინდარია. ამდენად, როცა ორგანიზმში ამ ვიტამინის შემცველობა დაბალია, შესაბამისად იზრდება მოტეხილობების რისკი. ზოგიერთ კვლევა პირდაპირ აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში ეს რისკი ორმაგდება.

5. D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის გამართულ ფუნქციონირებაში და გვეხმარება წნევის დარეგულირებაში. ხოლო როცა ეს ვიტამინი დეფიციტში გადადის, შესაბამისად არტერიული წნევაც მაღლა მიიწევს.

need-vit-d-06



6. Journal of Clinical Sleep Medicine -ში 2012 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ კვლევის თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა დღის საათებში ძილიანობას იწვევს. ასე რომ, თუ თქვენ სამსახურში პერიოდულად ძილი გეკიდებათ და რბილ ავეჯზე გემრიელად მოკალათებაზე და მითვლემაზე  ოცნებობთ, სჯობს, სისხლში D ვიტამინის შემცველობა გადაიმოწმოთ.

7. სეროტონინზე ანიკას ბლოგებში არაერთხელ გვისაუბრია - ბედნიერების ჰორმონი, რომელსაც კარგი განწყობა და სასიამოვნო შეგრძნებები მოაქვს. აი, D ვიტამინის ნაკლებობის დროს კი ტვინში სეროტონინის რაოდენობა მცირდება - შესაბამისად, გვეუფლება ცუდი განწყობა, უგუნებობა და გაღიზიანება.

ასე, რომ გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თვალი მიადევნეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც სილამაზის აუცილებელი წინაპირობაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_