We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როცა მესამე პირებთან შვილებს განვიხილავთ

_from blog_:
_June_ 16, 2017
_by_ Anika
ჩვენი შვილების განხილვა მეგობართან, ოჯახის წევრთან ან უბრალოდაც ფბ-ზე დღეისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა: დავდებთ მის სასაცილო ფოტოს; დავწერთ სტატუსს მის რომელიმე უცნაურ თუ სახალისო ქცევაზე ან გამონათქვამზე; მეგობართან ერთად განვიხილავთ რა მოსწონს, რა არ სიამოვნებს, რა არ გამოსდის თუ რა ეზარება. როცა საუბრის მთავარი ობიექტი თავისდაუნებურად ამის მომსწრე ხდება, ეს საკმაოდ ნეგატიურად შეიძლება აისახოს მასზე. ამიტომაც, ბავშვთა ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყოველთვის ვაკონტროლოთ მსგავს სიტუაციებსი ჩვენი საქციელი და გამონათქვამები:

- არასდროს განვიხილოთ მესამე პირში ბავშვი გარეშე პირებთან ურთიერთობისას. თუ მასზე საუბრობთ ან რამეს აღნიშნავთ, აუცილებლად ჩართეთ ბავშვიც საუბარში: მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ მას უყვარს ხატვა, აუცილებლად მივმართავთ პატარასაც და ჩავრთავთ საუბარში: შენ ძალიან გსიამოვნებს ხატვა, არა?!

700x465_0xc0a8399f_2580041581477403484

- შეარჩიეთ საუბრის თემა. ხშირად ისე ხდება, რომ პატარა სასაუბრო თემითაც კი შეიძლება შეურაცხყოფილი დარჩეს: მაგალითად, " ვაი, რა სასაცილოდ ჩაგიცვამს!" ან "ასე მღერის გაუთავებლად, მაგრამ სმენა სამწუხაროდ არ აქვს".

- თუნდაც თქვენი კომენტარი თუ საუბარი სრულიად უწყინარი ან სახუმარო ხასიათის იყოს, პატარები ხშირად ვერ ხხდებიან და იგებენ თქვენს მოსწრებულ ხუმრობას თუ იუმორს. სხვების თანდასწრებით უმჯობესია მხოლოდ შექებით შემოვიფარგლოთ.

- ფრთხილად იყავით სოციალურ ქსელებში ბავშვების შესახებ კონკრეტული და დეტალური ინფორმაციის მითითებისას: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანებმა შესაძლოა მოგვიანებით მის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

- ნუ გამოფენთ ბავშვის პირადულ ფოტოებს - სადაც ის შიშველია ან ძალიან დათრგნული და მოწყენილია. ნუ მიუთითებთ მის "მოფერებით" სახელებს, თუ წლების შემდეგ, როცა ის წამოიზრდება, ეს სახელი შესაძლოა მისთვის უხერხულობის ან სირცხვილის მომტანი გახდეს.

- თუ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ, ერთგული იყავით და არავის მოუყვეთ.

_OTHER BLOGPOSTS_