We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როცა ოფისში ვირუსია...

_from blog_:
_September_ 28, 2016
_by_ Anika
დაიწყო ვირუსების, გრიპების და ათასგვარი გადამდები ინფექციების სეზონი. ნელ-ნელა ქუჩაში სულ უფრო მეტ ცემინება-ცემინებით მოსიარულე ადამიანს ხვდები, აფთიაქში კი გაციების და გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატებზე მოთხოვნა შესაბამისად იზრდება. ოფისში გაუნძრევლად როცა გიწევს მუშაობა და შენს ირგვლივ არაერთი ადამიანი გაციებას უჩივის, რისკი იმისა, რომ შენც გადაგედოს, საკმაოდ მაღალია. ამიტომაც, თუ ჩვენ გარკვეულ პრევენციულ ზომებს მივიღებთ, ასე მინიმუმამდე დავიყვანთ დაინფიცირების საშიშროებას. რას გვირჩევენ ექიმები?

ხელების ხშირად დაბანა -  დღის განმავლობაში სისტემატურად დაიბანეთ ხელები, შეხვედრის, ლიფტიდან გამოსვლის, სადილის შემდეგ. ყველაზე ბეჯითებს და მონდომებულებს კი შეუძლიათ ოთახის კარის სახელური დღის  განმავლობაში 2-3-ჯერ სპირტიანი ხელსახოცით გაწმინდონ, ისევე როგორც თავიანთი სამუშაო მაგიდა და სივრცე.

კანის დაცვა - როგორც ვიცით, ინფექციები ორგანიზმში ლორწოვანი გარსის გავლით ხვდება. ამიტომაც, ექიმები, სახლიდან გასვლამდე ნესტოების, ტუჩების და ყურის ნიჟარების ანტივირუსული ოქსოლინის საცხით დამუშავებას გვირჩევენ.

ამას გარდა, რეკომენდებულია ზღვის წყლის შემცველი სპრეის და ანტისეპტიკური ხსნარის შეძენა და დღის განმავლობაში, ოფისში ყოფნისას, ცხვირის და ყელის გამოვლება.

ხშირად გაანიავეთ ოთახი - დღის განმავლობაში ხშირად გააღეთ ფანჯარა და ოთახში ჰაერი შემოუშვით, დაგროვებულ ჰაერს კი გარეთ გადინების შესაძლებლობა მიეცით.

დაბალანსებული კვება -  კვების რაციონი ჩვენი იმუნიტეტის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თუ ჩვენს ორგანიზმს გაუწყლოვანების, ნახშირწყლების ან ცხიმების დეფიციტის გამო დისკომფორტი შეექმნება, ის დასუსტდება და გაცილებით მგრძნობიარე გახდება ინფეციების მიმართ. ამიტომაც, აუცილებლად მიიღეთ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, იკვებეთ მრავალფეროვნად და დაბალანსებულად, უარი არ თქვათ ნახშირწყლებზე, ცილებზე და ცხიმებზე და ყველაფერი ზომიერად გადაანაწილეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_