We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როცა პატარები უმიზეზოდ იტყუებიან

_from blog_:
_June_ 05, 2017
_by_ Anika
როგორც წესი, ბავშვები ისეთ შემთხვევებში იტყუებიან, როცა იციან, რომ მათ გაუბრაზდებიან და ამ გზით რაღაცის დამალვას ცდილობენ ან როცა კონკრეტული მიზნის მიღწევა სურთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა პატარები სრულიად უმიზეზოდ და ყოველგვარი მიზნის გარეშე ცრუპენტელობენ და თვითონაც კი უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ იცრუეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ჩვენთვის, მშობლებისთვის საგანგაშო, როგორც წესი, სწორედ ეს უსაფუძვლო ტყუილებია: რატომ მოიტყუა? ნეტავ რას ფიქრობდა? არა, დროზევე უნდა გადავაჩვიო, თორემ ეს შემდეგ ჩვევაში გადაუვა და აღარაფერი ეშველება - მსგავსი აზრები ვის არ მოგვსვლია თავში. მღელვარების დასაცხრობად მოდით, დღევანდელ პოსტში შევეცადოთ, ბავშვთა ფსიქოლოგების რჩევები მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგების თქმით, როცა ბავშვი აღმოაჩენს, რომ მას ტყულის თქმა შეუძლია, ეს მისთვის საოცრების ტოლფასია: მას ხომ მიაჩნდა, რომ დიდებს ყველაფრის დანახვა და გაგება შეუძლიათ, ახლა კი გამოდის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად მას შეუძლია ისეთი რამეების ჩადენა, რასაც უფროსი ვერც კი გაიგებს და დაინახავს! ასეთი ტყუილი პატარასთვის ემოციების დიდი აფეთქებასავითაა, ამიტომაც ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ დავუფრთხოთ მათ ეს ემოციები და შიშის და დანაშაულის შეგრძნება არ ჩავუნერგოთ. დროთა განმავლობაში ბავშვი თავად მიხვდება, რომ მისი მორიგი ტყული სრულიად უადგილოა და ნელ-ნელა გადაეჩვევა.

700x466_0xd42ee42d_4865898991435877172

შედარებით დიდ ასაკში ბავშვი შესაძლოა ტყუილს, როგორც უცხო ადამიანთან კომუნიკაციის საშუალებას იყენებდეს. ფსიქოლოგების თქმით, ეს ბავშვებში სოციალური აზროვნების განვითარების ეტაპია: პატარა გარშემომყოფებს არამხოლოდ „თავისიანებად“ და „უცხოებად“ ყოფს, არამედ უკვე კარგად ესმის ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებთან ურთიერთობის თავისებურებები. დაახლოებით 5-6 წლის ასაკისთვის როცა უცხო, ასაკით მასზე დიდი ადამიანები კონტაქტში შედიან პატარებთან, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არ სურთ პირადი ინფორმაციის გაზირება და გულახდილი საუბარი, ამიტომაც ტყულის გზას ირჩევენ ან საერთოდაც დუმილს მიმართავენ და არ პასუხობენ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ასეთ შემთხვევაში არ გავაკრიტიკოთ პატარა, ვინაიდან ეს საქციელი მას ურთიერთბებში საზღვრების დადგენაში ეხმარება.

პატარები ხშირად ტყუილს, როგორც ფანტაზიის ნაყოფს ამბობენ. „მე“ ფანტაზიის სფეროდან პატარებში რეალურად მისი წარმოდგენაა, თუ როგორი შეუძლია რომ იყოს ამა თუ იმ რეალობაში. ბავშვს მარტივად შეუძლია წარმოიდგინოს თავი რომელიმე ზღაპრის გმირად ან სულაც რომელიმე რეალური ადამიანის ადგილას და ხანდახან იმდენად იტაცებს მათ ეს ფანტაზიები, რომ პატარები ამ „მისაბაძი“ ადამიანების საქციელს, ლაპარაკის მანერას აკოპირებენ, მათ ისტორიებს ყვებიან. ამიტომაც, ფსიქოლოგები გვირჩევენ, ოჯახში მივცეთ გასაქანი სხავდასხვა ემოციები გამოხატვას, ბავშვებს უნდა ქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები და გრძნობები გამოხატონ.

_OTHER BLOGPOSTS_