წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როცა საქმე ზამბახს ეხება

ბლოგი:
აპრილი 07, 2012
ავტორი Anika
თქვენ რომ რამდენიმე საუკუნის წინ გეცხოვრათ, მეტი შანსი გექნებოდათ იმისთვის, რომ ზამბახის გამოყენებით დამზადებული სუნამოს მომხმარებელი გამხდარიყავით. ძველ დროს ზამბახის ფესვებს გაცილებით ხშირად და ინტენსიურად მოიხმარდნენ პარფიუმერიაში, ვიდრე ახლა. თუმცა, გავლილი ასწლეულების მიუხედავად, მისი დამზადების და მოხმარების წესი დღეისთვის დიდად არც შეცვლილა: ზამბახის ფესვებს ისევ და ისევ, ტრადიციულად, აშრობენ და 5 წლის ვადით აძველებენ. ამ დროის განმავლობაში, ფესვის შიგნით არსებული ცხიმები და ზეთები დეგრადაციას და ოქსიდაციას განიცდიან და სწორედ მათი დამსახურებაა ის მრავალფეროვანი ნოტები, რომლებიც ზამბახის სურნელს პარფიუმერებისთვის ასე ღირებულს ხდის.


ხშირად ზამბახის სურნელს იისას ამსგავსებენ, თუმცა “მშვიდობისმოყვარული” იის ყვავილისგან განსხვავებით, ზამბახის ფესვები ტოქსიკურიც შეიძლება იყოს და რიგ შემთხვევბში, ძილიანობა და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ზამბახის გამოყენება პროფესიონალების ზედამხედველობის ქვეშ მოხდეს.



სრული თავდაჯერებით შემიძლია გითხრათ, რომ Jo Malone-ის ახალი სუნამო “Iris and Lady Moore” ზამბახთან ურთიერთობის ყველაზე უსაფრთხო და მოულოდნელად სასიამოვნო ფორმას გთავაზობთ. 2012 წლის ახალ, ლიმიტირებულ კოლექციაში სახელწოდებით “London Blooms”, “Iris and Lady Moore”-ის გარდა კიდევ ორი განსხვავებული სუნამო შედის (Peony & Moss, White Lilac & Rhubarb) და სამივე სურნელის შექმნა ბოტანიკური ბაღების გაშენების და გაზონების გაწყობის ინგლისური ხელწერით არის ინსპირირებული.



შემქმნელი პარფიუმერების თქმით, 100 მილილიტრიან ყვავილებით ილუსტრირებულ ბოთლში მოთავსებული სურნელის ყვავილოვანი სპექტრი ბედნიერების, რომანტიული და სასიამოვნო განწყობების გაღვივებას ისახავს მიზნად. ნემსიწვერას ცხარე ნოტებთან და გამომშრალ ვეტივერთან (რომელიც ხის სურნელს გამოსცემს) შეხამებული ზამბახის სურნელი, საბოლოო ჯამში, ზომიერად ყვავილოვანია. ასე, რომ, ვფიქრობ, Jo Malone-ის ეს სიახლე “ბებოსდროინდელი მაჟინუარების” სურნელის დაუძინებელი მტრებისთვისაც სასიამოვნო შენაძენი იქნება: Classic with a Twist!


მომდევნო პოსტამდე!

მსგავსი ბლოგები