We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ აღვიდგინოთ კანი ღამის წვეულებების შემდეგ

_from blog_:
_January_ 03, 2014
_by_ Anika
ეს პოსტი სწორედ რომ ამ საახალწლო პერიოდისთვის არის იდეალური: მაშინ როცა ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის წვეულებაზე გიწევთ სიარული და ღამის ძილი მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება კანზე: უღიმღამო ფერი და ჩაშავებული თვალები. რა შეიძლება ამ დროს მოვიმოქმედოთ?! კოსმეტოლგები საინტერესო რჩევებს გვაძლევენ.

გაღვიძებისთანავე სახე გრილი წყლით დაიბანეთ - ამ დროს კარგი იქნება, თუ ღრმა გამწმენდ საშუალებას გამოიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინა დღის მაკიაჟი ჯერ კიდევ სახეზე გაქვთ შერჩენილი. სახის დაბანის შემდეგ კანი დამატენიანებელი შრატით უნდა გამოვაფხილოთ, ხოლო თუ დრო გვაქვს - ნიღაბის დადება იდეალური იქნებოდა. თვალის უპეების სიშავისთვის და შეშუპებისთვის კი სპეციალური თვალის საცხი ან დასაწებებელი თვალის ნიღაბი გამოიყენეთ. კარგი იქნება, თუ ამ თვალის საშუალებებს იმავდროულად გამაგრილებელი ეფექტიც ექნებათ.

600x450_0x59f91261_12270554821373639540

არ დაგავიწყდეთ, რომ ღამისთევის შემთხვევაში კანი ძლიერ სტრესს განიცდის, რაც აუცილებლად უნდა ავანაზღაუროთ კანის კარგად დატენიანებით. თუ გვინდა, რომ დამატენიანებელი საცხისგან მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ, ეს საცხი ხელის გულებზე გადავინაწილოთ და შემდეგ მასაჟის მოძრაობებით წავისვათ სახეზე: ცხვირის ნაწილიდან საფეთქლების მიმართულებით.

დაღლილობის შენიღბვაში კარგად გაკეთებული მაკიაჟიც დაგვეხმარება. ამოსავალი წერტილი ამ შემთხვევაში, თვალებია. ვიზაჟისტები გვირჩევენ კონსილერის გამოყენებას ტონალური საცხის წასმამდეც და მისი წასმის შემდეგაც. თუმცა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ზედმეტიც არ მოგივიდეთ - სიშავეების დაფარვას დიდი რაოდენობის კონსილერი არ სჭირდება. უმჯობესია, ასეთ დროს, ბუნებრივი ტონალობის თვალის ჩრდილები გამოიყენოთ და თავი შეიკავოთ კაშკაშა ფერებისგან. ტუშს რაც შეეხება, ის მხოლოდ ზედა წამწამზე გადაისვით და ქვედა ხელულხებელი დატოვეთ.

450x500_0x59f91261_3012926691373639673

გარეგნული შენიღბვის გარდა, უძილობით გადაღლილ ორგანიზმზე შიგნიდანაც უნდა ვიზრუნოთ. წვეულების შემდეგ შეეცადეთ დიდი რაოდენობით წყალი დალიოთ, მეორე დილით კი ყავა ხილის წვენით ან სმუზით ჩაანაცვლეთ. ამ ყველაფერთან ერთად იოგას ვარჯიშს ან აუზზე წასვლას თუ შეძლებთ, მომდევნო დღისთვის უკვე გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს და შესაბამისად, თქვენი კანიც შესაბამისად გამოცოცხლებული იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_