წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ აღვიდგინოთ თმა ზაფხულის შემდეგ

ბლოგი:
სექტემბერი 25, 2014
ავტორი Anika
ზაფხულის ცხელი და მზიანი ამინდების შემდეგ, ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემებს აწყდებით თმის მოვლისას? უფრო სწორი იქნებოდა ალბათ, მეკითხა, რა ემართება თქვენს თმას-თქო. პირადად მე თმის სიმშრალეს, ადვილად მსხვრევადობას და გახუნებულ თმის ფერს ვუჩივი ხოლმე. სიმშრალეს მარტივი ახსნა აქვს: მზეზე დიდ დროს ვატარებთ, არ ვიყენებთ სპეციალურ მზისგან დამცავ საშუალებებს და რაც მთავარია, უადვილეს წესს არ ვიცათ: თავზე არაფერს ვიხურავთ. ამას ემატება ზღვის მარილიანი წყალი ან აუზის ქლორიანი წყალი და თმის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება, განსაკუთრებით თმის ბოლოები ზიანდებიან, რის შედეგადაც საბოლოოდ გაყოფილ თმის ბოლოებს ვიღებთ.

მზეზე და მარილიან/ქლორიან წყალში ყველაზე მეტად ტალღოვანი/ხუჭუჭა თმა ზიანდება - ასეთი თმა ბუნებრივად უფრო გამომშრალია ვიდრე სწორი თმა, რომელიც მავნე ფაქტორებისადმი უფრო მდგრადია. იგივე შეიძლევა ითქვას ღია ფერის თმაზე, რომელიც მუქ თმასთან შედარებით უფრო მეტად განიცდის ზიანს.

მოკლედ, შემოდგომაზე თმას გამოჯანმრთელება სჭირდება, ამისთვის კი ჩვეულებრივი მოვლა საკმარისი არ არის: ამ დროს იდეალურია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპეციალური, ინტენსიური პროდუქტები გამოვიყენოთ. ასეთი სპეციალური პროდუქტები გამორჩეული დამატენიანებელი, მკვებავი ეფექტით გამოირჩევიან და ხშირ შემთხვევაში შეიაცვენ პანთენოლს ან ორქიდეის ან აბრეშუმის ექსტრაქტს - მაგალითად, ნიღაბი Enrich Wella Professionals-ისგან.

WellaProfessionalsEnrichMask222

თუ თქვენ შეღებილი თმა გაქვთ, მაშინ ზაფხულის შემდგომი რეაბილიტაციისთვის აუცილებელია თმის მკვებავი ნიღბების ხშირად გამოყენება - მაგალითად, System Professionals-ის Color Save ნიღაბი. ხოლო თმის ფერის გამოსაცოცხლებლად სპეციალისტები თმის ტონირებას გვირჩევენ - ტონირებისთვის განკუთვნილი პროდუქტები თმის მოვლის კომპონენტებით უხვადაა გაჯერებული.

თუ თქვენი თმის ბოლოები დაზიანებულია, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გზად მათი მარტივად მოჭრა და თმის ოდნავ დამოკლება ითვლება. თუ ასეთ მსხვერპლს ვერ გაიღებთ, მაშინ ერთადერთი გამოსავალი დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენი პროდუქციის გამოყენებაა: მაგალითად, Karite Repairing Serum No Rinse, Rene Furterer, რომელიც თმის ბოლოების გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ და თმას მბზინვარებას მიანიჭებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები