We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ ამოვიცნოთ და დავამარცხოთ ცილოვანი დეფიციტი

_from blog_:
_June_ 08, 2018
_by_ Anika
ცილები ყველას ესაჭიროება , არ აქვს მნიშვნელობა სპორტსმენი ხართ თუ მინიმალურად აქტიური ადამიანი. სტანდარტული მონაცემებით, ჩვენი წონის ერთ კილოგრამზე დაახლოებით 1.3 გრამის ცილა უნდა მივიღოთ ყოველდღიურად. პირობითად, თუ თქვენ 5 კგ. იწონით, ყოველდღიურად 71.5 გრ. ცილა გესაჭიროებათ. ამასთან, ორგანიზმმა ცილები ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ცილოვანი დეფიციტი ორგანიზმისთვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს: ნახშირწყლებისგან და ცხიმებისგან განსხვავებით, ცილები ორგანიზმში არ გროვდება, მათ ორგანიზმი ენერგიის გამოსამუშავებლად ხარჯავს. როგორ უნდა ამოვიცნოთ ცილების დეფიციტი?

განწყობის გაუარესება - ცილა აუცილებელია სეროტონინის სინთეზისთვის, რომელიც კარგი გუნება-განწყობისთვის არის მნიშვნელოვანი. სეროტონინის ნაკლებობას კი მომენტალურად მოსდევს ისეთი უსიამოვნო შედეგები, როგორიცაა უხასიათობა, გაღიზიანება, ოპტიმიზმის შეგრძნების დაქვეითება.

ფერმკრთალი კანი - ცილების ნაკლებობა, თავის მხრივ, კოლაგენის ნაკლებობასაც იწვევს, ვინაიდან ეს უკანასკნელიც ცილების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ყველაფერს კი კანის ტონუსის დაქვეითება, წვრილ-წვრილი ნაოჭების გაჩენა, სიმშრალე და ფერმკრთალი კანი მოყვება შედეგად.

ხშირი შეშუპებები - ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყალ-მარილოვანი ბალანსის პროცესში, ცილების ნაკლებობა კი ამ პროცესის დარღცევას და შედეგად, საკმაოდ უსიამოვნო შეშუპებებს იწვევს.

თმის და ფრჩხილების მსხვრევადობა - თმის და ფრჩხილების სტრუქტურაში შემავალი კერატინი ასევე ცილას წარმოადგენს.

_OTHER BLOGPOSTS_