We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ ავამუშავოთ დილიდან მეტაბოლიზმი

_from blog_:
_June_ 13, 2017
_by_ Anika
ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე კარგად იციან, რომ კარგად მომუშავე მეტაბოლიზმი ცხიმების სწრაფ წვას გულისხმობს, რაც წონაში დაკლებას და დაკლებული წონის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს მეტაბოლიზმის, მით უფრო დროულად ახდენს ორგანიზმი მიღებული საკვების ენერგიის გადამუშავებას და ზედმეტი ენერგიის ხარჯვაზე გადადის, თუ საკვებით მიღებული ენერგია არასაკმარისი აღმოჩნდება. შენელებული მეტაბოლიზმი კი, საპირისპიროდ გვაზარმაცებს, ენერგიას გვაცლის, დიეტაზე ყოფნის დროს კი საკვებიდან მინიმალური კალორიების მიღების მიუხედავად, ორგანიზმი მიღებულ ნივთიერებებს ცხიმის სახით სარეზერვოდ ინახავს, მათი გახარჯვის ნაცვლად. საბოლოო ჯამში ენერგიაგამოცლილი, გაზარმაცებული, მოთენთლი ვხდებით. ამიტომაც, რაც უფრო ადრიანად ჩავრთავთ მეტაბოლიზმის მანქანას დილიდან, მით უკეთესი შედეგი გვექნება. როგორ უნდა მოვიქცეთ დილით მეტაბოლიზმის ასამუშავებლად?

1. დილის ვარჯიში. ფინჯანი ყავა გამოფხიზლების ხელოვნური მეთოდია, ბუნებრივად კი გამოცოცხლებაში და ენერგიით ავსებაში ვარჯიში ან სირბილი დაგვეხმარება. ვარჯიშის შემთხვევაში ფიტნესის სპეციალისტები ინტერვალით ვარჯიშს გვირჩევენ, სადაც მაღალი და დაბალი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა ენაცვლება ერთმანეთს.

700x466_0xd42ee42d_17538614561435877182

2. მიირთვით მწვანე ვაშლი. ვაშლი დიდი ოდენობით შეიცავს პექტინს, რომელიც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის ტემპზე. თუ დილით ვარჯიშობთ ხოლმე და დარბიხართ, ასეთ შემთხვევაში ვაშლი ვარჯიშამდე შეგიძლიათ მიირთვათ.

3. დალიეთ წყალი. ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად და ნივთიერებათა ცვლის ასაჩქარებლად 1-2 ჭიქა წყალი დილით იდეალურია. გახსოვდეთ, რომ აქ კონკრეტულად წყალზეა საუბარი და არა სითხეზე ჩაის ან ყავი სახით.

4. ისაუხმეთ. საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები დროა, ამიტომაც ნოყიერი და ცილებით მდიდარი საუზმე ენერგიითაც აგვავსებს და მეტაბოლიზმსაც აამუშავებს დილიდან. საუზმისთვის ცილებს ზომიერი ოდენობით ნახშირწყლებიც დაამატეთ და ეგ არის.

5. თუ დილით ვარჯიშს ან სირნილს ვერ ახერხებთ, ასეთ შემთხვევაში ფეხით სიარულიც კარგი იქნება.

_OTHER BLOGPOSTS_