წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ ავიცილოთ თავიდან სხეულის დეჰიდრატაცია

ბლოგი:
მარტი 31, 2017
ავტორი Anika
ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი 60%-ით წყლისგან შედგება, ტვინი და გული კი -  თითქმის 75%-ით. წყალი ჩვენი არსებობისთვის და ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია: ის დიდ როლს თამაშობს საჭმლის მონელებაში, ჰორმონების გამომუშავებაში, ტოქსინების გამოდევნაში და სხვადასხვა ორგანოების უჯრედებისათვის საკვები ნივთიერებების მიწოდებაში. ამიტომაც, სასიცოცხლოდ აუცილებელია დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება: კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე, ასაკზე და ფიზიკური აქტივობის ხარისხზე.

ზომიერი დეჰიდრატაცია არ არის საგანგაშო მდგომარეობა და მარტივად შეიძლება თავიდან ავიცილოთ საჭირო რაოდენობის წყლის მიღებით და ჰიდრატაციით. წყურვილის შეგრძნება ტვინის მიერ გაგზავნილი ერთ-ერთი სიგნალია, რომელიც გვატყობინებს, რომ ორგანიზმში სითხის დონე დაბლა იწევს და ცდილობს მის დარეგულირებას. ამიტომაც, დღის განმავლობაში სისტემატურად უნდა ვაკონტროლოთ წყლის მიღება, რომ წყურვილმა არ შეგვაწუხოს და მთელი დღის განმავლობაში წყლით საკმარისად უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმი.

ზოგადად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვარჯიშის დროს ან სხვა სახის ფიზიკური აქტივობისას სხულიდან ოფლის სახით გამოიყოფა წყალი, რაც აუცილებლად საჭიროებს წყლის ბალანსის აღდგენას და დარეგულირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დეჰიდრატაციის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით.

წყურვილის შეგრძნების გარდა, დეჰიდრატაციის ერთ-ერთი სიმპტომი შარდის ფერის ცვლილებაა: როცა ის მუქდება, საქმე გაუწყლოვანებასთან გვაქვს, ხოლო ღია ფერის, გამჭვირვალე სითხის შემთხვევაში წყლის დონე ორგანიზმში იდეალურია.

შეეცადეთ წყლის მიღება დღის განმავლობაში ზომიერად გადაანაწილოთ ისე, რომ დღის რომელიმე მონაკვეთში არ მოგიწიოთ დიდი ოდენობით წყლის დალევა, საღამოს საათებში კი ყველაზე ნაკლები ოდენობა დალიოთ, ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ადგომა რომ არ მოგიწიოთ. ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი დიდი ბოთლით წყლის მომარაგებაა - ასე უფრო ვაკონტროლებ დღის განმავლობაში მიღებულ რაოდენობას და შედარებით მარტივადაც ვსვამ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები