ბლოგი:
ივნისი 08, 2015
ავტორი Anika
ჩემს შვილს ახალი საზაფხულო გატაცება აქვს: ლამაზი ხის სახელურებიანი სახტუნაო თოკი მაყიდინა და დილიდან საღამომდე აბსოლუტურად ბედნიერი დახტუნაობს. თან, ყური მოუკრავს, "გასახდომად კარგიაო" და ესეც დამატებითი მოტივაცია. ბავშვური ანცობები იქით იყოს და სახტუნაო თოკი სახუმარო თემა ნამდვილად არ არის დიდებისთვის: სკიპინგის (ასე უწოდებენ თოკით ხტუნვას) მეშვეობით არამარო წონაში დაკლება, არამედ სპორტული ფორმის შენარჩუნებაც არის შესაძლებელი. ექიმების თქმით, სკიპინგის დახმარებით გულის კუნთის, სისხლძარღვების, სასუნთქი სისტემის გამაგრება და ზოგადად, ამტანობის გაძლიერება არის შესაძლებელი.
როგორც ფიტნესის სპეციალისტები გვარწმუნებენ, დღის განმავლობაში 15 წუთით თუ მოიცლით თოკით სახტუნაოდ, ამით ნივთიერებათა ცვლას და ცხიმების წვას გაიუმჯობესებთ და ტონუსში მოიყვანთ ფეხის და ხელის კუნთებს. ხოლო თუ ამ აქტივობას ერთი საათის განმავლობაში შეძლებთ, მაშინ საშუალოდ 700 კკალ. დაწვას მოახერხებთ! - არ არის ცუდი მოტივატორი, ნამდვილად.
რა არის საჭირო სკიპინგისთვის? მინიმალური რამ: კომფორტული, ტანზე მომდგარი სპორტული სამოსი (ხტუნვისას იქეთ-აქეთ რომ არ იფრიალოს), სირბილისთვის განკუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი და სახტუნაო თოკი.
სახტუნაო თოკი არსებობს რეზინის და მსუბუქი პლასტიკატის. რეზინის გაცილებით იაფი ღირს და გამოსადეგია როგორც დამწყებისთვის, ასევე სპორტსმენებისთვისაც, თუმცა, თუ სხეულზე ძლიერ მოგხვდათ, საკმაოდ მტკივნეულია და დიდი შანსია, დაგილურჯდეთ კიდეც. მსუბუქ პლასტიკატს შეჩვევა სჭირდება, ვინაიდან ის რეზინზე უფრო მსუბუქია, რის გამოც გაცილებით ძლიერად სჭირდება ტრიალი, სამაგიეროდ ასე მეტ კალორიას დაწვავთ.
თოკის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სახელურებსაც: რაც უფრო მძიმეა სახელური, მით უფრო იტვირთება ხელის კუნთებიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი სახტუნაო თოკის შერჩევისას: მისი სიგრძე. ამის განსასაზღვრად, თოკი ხელში მოიმარჯვეთ, ფეხი დაადგით თოკის შუაგულს და ხელები მაღლა ასწიეთ - იდეალურ ვარიანტში დაბოლოებები გულმკერდის შუამდე უნდა აღწევდეს.
და ბოლო, რამდენიმე სასარგებლო ბმულს გიზიარებთ, რომლებიც თოკით ეფექტურად ვარჯიშში დაგეხმარებათ:
1. https://www.youtube.com/watch?v=0NIvRAaOdlQ
2. https://www.youtube.com/watch?v=rSYkJIOnT78
3. https://www.youtube.com/watch?v=3r4DWeTnF2A
წარმატებებს გისურვებთ.
ანიკა