როგორ რეჟიმს ირჩევენ წინასაშობაო პერიოდში ცნობილი ქალბატონები და რა რჩევების მოცემა შეუძლიათ მათ და ცნობილ დიეტოლოგებს - დღევანდელ პოსტში სწორედ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ.
პოპულარული მოდელი ბელა ჰადიდი ასეთ დროს მეტი დროს უთმობს ფიზიკურ დატვირთვებს და აკონტროლებს დღის განმავლობაში მიღებულ საკვებს. მისი თქმით, ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე ის სმუზის, წვენს ან ცილოვან სასმელს იღებს, ვარჯიშის შემდეგ კი უცხიმო ქათმის ხორცს ან ბრინჯს მიირთმევს: ეს ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას, ცხიმების უფრო სწრაფ წვას და ვარჯიშის შედეგების გაძლიერებას.
ჰადიდის კოლეგა, ცნობილი მოდელი ადრიანა ლიმა კი რამდენიმე კილოგრამის სწრაფად დაკლების გამოცდილ მეთოდად შაქრის სრულად გამორიცხვას და ცილებით და კვებითი ღირებულებით მდიდარი საკვების მიღებას მიიჩნევს.
ტკბილეული ალტერნატივად შესაძლოა დაბალკალორიული და ჯანსაღი კენკრების და თხილეულის გამოყენება. მაგალითად, დღე შეგიძლიათ ნუშის და კენკრების სალათით დაიწყოთ, ხოლო ტრადიციული შაქრის შემცველი რძიანი ყავის ან ხილის წვენის ნაცვლად მწვანე ან რომელიმე მცენარეული ჩაი მიირთვათ.
დიეტოლოგ ვალერი ესპინასის თქმით, შაქრის შეზღუდვა საუკეთესო გზაა სწრაფად და ეფექტიანად ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად და კუნთების ხარჯზე ცხიმის დასაწვავად. ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი ხილით და ხილის წვენით (წვენი 1/1 პროპორციით წყალთან გააზავეთ) ჩაანაცვლეთ, უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან საკვებს ცხიმის შემცველობით: საქონლის, ფრინველის ხორცი, თევზი, დაბალცხიმიანი ყველი, საუზმისთვის კი იდეალური პროდუქტი კვერცხია, მოხარშული ან ზეითუნის ზეთში შემწვარი.
სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი დღის დაწყებას ლიმონიანი თბილი წყლით გვირჩევს, რაც ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს. ამის შემდეგ სასურველია ბალახის ჩაის და ხილის სმუზის დალევა.