We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ და რისგან იქმნება Yves Saint Laurent-ის ტუჩის საცხები

_from blog_:
_April_ 30, 2013
_by_ Anika
ნაირ-ნაირი ტუჩის საცხების გამოყენება სეზონის და განწყობის მიხედვით, დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიურობის განიყრელი ნაწილია. მაგრამ ალბათ, ძალიან ცოტა ჩვენგანმა თუ იცის, რეალურად რისგან და რა მეთოდებით მზადდება ჩვენთვის საყვარელი ეს ატრიბუტი - ნუ, მასში ცვილი, პიგმენტები, ზეთები და მბზინავი ნაწილაკები რომ შედის ეს ისედაც გვეცოდინება. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში, YSL-ის ქარხანაში შევიხედოთ და იქ მიმდინარე პროცესები შევისწავლოთ.

პარიზიდან მანქანით ერთი საათის სავალზე, ქალაქ ლასინში მდებარე ქარხანა 1961 წელს ლეგენდარულ ივ სენ ლორანს დაუარსებია. დღეისთვის ამ ქარხანაში პომადების გარდა, სუნამოები, პუდრა, თვალის ჩრდილები - მოკლედ, ყველა სახის კოსმეტიკა იწარმოება ტონალური კრემების და კანის მოვლის საშუალებების გარდა. თუმცა, ეს უკანასკნელებიც საფრანგეთში იწარმოება.

ROUGE_VOLUPTE_SHINE_13_4

შეფუთვა ანუ ის, რაშიც პომადა შემდგომ თავსდება, ამ ქარხანაში არ მზადდება - მისი შესყიდვა სპეციალური მომწოდებლებისგან ხდება. თუმცა, შეფუთვის თითოეული პარტია ხარისხის საგანგებო შემოწმებას გადი, რომელსაც ასეუობით ადამიანი საგულდაგულოდ ახორციელებს.

როგორც ირკვევა, პომადის წარმოების ორი მეთოდი არსებობს: კლასიკური ვარიანტი პომადის სილიკონის ფორმებში “გამოცხობას” გულისხმობს, რომელიც შემდგომ შეფუთვაში გადააქვთ. თუ საქმე კრემის კონსისტენციისმაგვარ პომადასთან გვაქვს (მაგალითად, როგორიც YSL-ის ახალი პომადა Rouge Volupté Shine-ია), აქ საქმე რთულდება. ასეთი ტიპის პომადები თავიანთ განსაკუთრებულად თხევად კონსისტენციას რბილი ცვილის და აქვაგელის გაზრდილ ოდენობას უმადლიან. ამის გამო გაცხელებისას პროდუქტი კი არ “ცხვება”, არამედ იშლება. ამიტომაც, სპეციალისტები უკუინვერსიის მეთოდს იყენებენ თურმე: თავდაპირველად ცვილს და ზეთებს ურევენ ერთმანეთში, შემდეგ პიგმენტებს და მბზინავ მიკრონაწილაკებს ამატებენ, რის შემდეგაც ტუჩის მოვლის კომპონენტები (ვიტამინები) შემოდიან. ამ კოკტეილს 80 გრადუსზე აცხელებენ, რის შედეგადაც კენკრის შეიქის მაგვარ თხევად მასას იღებენ. კონვეერზე პომადების შეფუთვებს ათავსებენ, ამოყირავებულ მდგომარეობაში, სადაც ავტომატიზირებული საწვეთურებიდან პომადის სითხის ჩასხმა ხდება. შემდეგ ეს ყველაფერი სპეციალურ მაცივარში თავხსდება გარკვეული დროით, მაცივრის შემდეგ კი პომადებს სწორ პოზიციაში ასწორებენ და გარედან თბილი ჰაერით ამუშავებენ, რაც პომადის თავს “გასლიკინებულ” და იდეალურ შეფერილობას აძლევს. ამ ყველაფრის დასასრულს კი გოგონები სათითაოდ ათვალიერებენ ეგზემპლარებს საიმისოდ, რომ რაიმე ხარვეზი არ გაიპაროს. დამაკმაყოფილებელ პომადებს თავი ეხურებათ, ეწებებათ ეტიკეტი და მათ გარეთა ყუთში ათავსებენ.

ROUGE_VOLUPTE_SHINE_13_6

როგორც ამბობენ, წუთში დაახლოებით 30-მდე პომადის წარმოება არის შესაძლებელი. თითო ჯერზე ერთ კონკრეტულ ფერს აწამოებენ, შემდეგ დანადგარები იწმინდება და ისხმება ახალი ფერის მასა და ასე გრძელდება ფერთა დაგეგმილი პალიტრის ამოწურვამდე.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_