ბლოგი:
ოქტომბერი 22, 2015
ავტორი Anika
რამდენიმე წლის წინ ექიმებმა ჯეიკობს ტეიტელბაუმმა და კრაისტ ფიდლერმა წიგნი გამოსცეს სახელწოდებით "დაამარცხე შაქრისადმი ლტოლვა!", სადაც შაქარზე დამოკიდებულების ძირითადი მიზეზების და ნიშნების აღწერასთან ერთად, მკითხველს რჩევებს სთავაზობენ, თუ როგორ გათავისუფლდნენ შაქრის მოხმარების მავნე ჩვევისგან.
უპირველესი რეკომენდაცია, დღე-ღამის განმავლობაში 8 საათიანი ძილია, რაც როგორც ირკვევა, მადის გაკონტროლებაში გვეხმარება. ძილის უკმარისობის შემთხვევაში, ორგანიზმი საკმარისად ვერ ისვენებს, რამაც საბოლოოდ წონაში მატება შეიძლება გამოიწვიოს. არასაკმარისი ძილი ლეპტინის და გრელინის ჰორმონების (ისინი ჩვენს მადას აკონტროლებენ) მაჩვენებელს ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაღვიძების შემდეგ დღის განმავლობაში უფრო ძლიერი შიმშილის გრძნობა გვეუფლება, ვიდრე ჩვეულებრივ, განსაკუთრებით კი ტკბილეულის მირთმევის მოთხოვნილება იმატებს.
შაქარზედამოკიდებული ადამიანების გარკვეული რიცხვი წონაში მატებას იწყებს სტრესის და კორტისოლის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში და მეორეც, ტკბილეულის გაძლიერებული მოთხოვნილებისას, კორტისოლის დაბალი მაჩვენებლის და ადრენალინის ნაკლებობის პირობებში. ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში, წიგნის ავტორები თირკმელზედა ჯირკვალისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებას გვირჩევენ, რაც საბოლოოდ ტკბილეულისადმი ლტოლვის განელებაში დაგვეხმარება.
სხულის მასის დარეგულირებაში და ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი) პრობლემის დროული გამოვლენა და მისი მკურნალობა დაგვეხმარება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი დიაგნოსტიკის ჩატარება და ექიმის მიერ მკურნალობის კურსის დანიშვნა. წონის დარეგულირების გარდა, ჰიპოთირეოზის მკურნალობა მასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს შეგვიმსუბუქებს, როგორიცაა მუდმივი დაღლილობა, სიცივის აუტანლობა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, უხასიათობა და ემოციური დისბალანსი.
ერთ-ერთი რეკომენდაცია ზოგადად ორგანიზმის საკვების ნაკლებობის გამოსწორებას ეხება. ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმი იმის მიღებას ცდილობას, რაც მას ესაჭიროება - შესაბამისად, ითხოვს ჩვეულზე მეტ საკვებს, მეტაბოლიზმი კი ნელდება. ამიტომაც, ექიმები კარგად შერჩეულ ვიტამინების და მინერალების ნაკრების მიღებას გვირჩევენ.

ცხიმის დაწვის მიზნით, L - კარნიტინის მიღების რეკომენდაცია. ზოგადად, მისი ნაკლებობა ორგანიზმის მიერ ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას იწვევს. თუ L - კარნიტინს საკმარისი რაოდენობით არ მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი კალორიებს ცხიმად აქცევს, რომლის დაწვაც ძალიან რთული საქმეა. წიგნის ავტორების რჩევით, 4 თვის განმავლობაში ყოველდღიურად 1000 მგ. აცეტილ- L-კარნიტინს თუ მივიღებთ, გაცილებით ენერგიულადაც ვიგრძნობთ თავს და იმავდროულად წონის შემცირებასაც შევძლებთ.
და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ზემოთხსენებული რეკომენდაციები მხოლოდ ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სამოქმედო გეგმას: ნებისმიერ შემთხვევაში, კონსულტაცია უნდა გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც კონკრეტულად თქვენზე მორგებულ მკურნალობას დაგინიშნავთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა