We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ დავამზადოთ C ვიტამინის სახის შრატი სახლის პირობებში

_from blog_:
_June_ 10, 2017
_by_ Anika
ვიტამინზე დამზადებული სახის შრატის შესახებ ბევრს გსმენიათ, ალბათ: უკანასკნელი წლების განმავლობაში ასეთი შრატების გამოყენებას 30 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის არაერთი ცნობილი კოსმეტიკური ბრენდი უწევს რეკომენდაციას და შესაბამისად, მზადყოფნაში მავანთ შრატების დიდი არსენალი აქვთ. წარმოდგინეთ უნიკალური შრატი, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას ამცირებს, ათეთრებს კანს და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს, ანელებს ნაოჭების გაჩენის პროცესს, აუმჯოსებს სახის კანის ფერს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, არეგულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას და გააჩნია ლიფტინგის ეფექტ - ციცქნა ფლაკონში მოთავსებული პროდუქტისთვის საკმაოდ მრავლისმთქმელი ჩამონათვალია. ამას გარდა, ასეთ შრატებს ხშირად ემატება ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, ალოეს ექსტრაქტი, E ვიტამინი, რომლებიც კანს დერმის მთელ სიღრმეზე არბილებენ, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ და ასევე იდეალური მოსახმარია მგრძნობიარე და მშრალი კანის შემთხვევაშიც.

ამ ყველაფერის წაკითხვის შემდეგ სრულიად ლოგიკურია გაგიჩნდეს მოლოდინი, რომ ჩამონათვალში ხსენებული სიკეთეებიდან ნახევარს მაინც ექნება ადგილი შენ შემთხვევაში. ამიტომაც, ცდილობს არსებული თანხის ფარგლებში შეარჩიო საუკეთესო ვარიანტი. როდესაც არჩევანი დიდია, პროდუქტს კი პირველად იძენ, საკმაოდ რთულია ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან ინტენსიური რეკლამირების ფონზე, შესაძლოა სოლიდური თანხა გადაიხადო და სრულიად უსარგებლო პროდუქტი შეგრჩეს ხელში.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ C ვიტამინის შრატი საკმაოდ პრეტენზიული შესანახია: საიმისოდ, რომ პროდუქტმა ეფექტი მაქსიმალურად შეინარჩუნოს (როგორც წესი, მაქსიმუმ 6 თვე), ის აუცილებლად მუქი შეფერილობის შუშის ფლაკონში უნდა იყოს მოთავსებული, ვინაიდან შუქის და ჰაერის გავლენის ქვეშ, ის მალე იჟანგება და ნადგურდება.

ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ასეთი შრატის სახლის პირობებში მომზადების წესზე მოგიყვებით, რომელიც უფრო საიმედო, ხელმისაწვდომი და არანაკლებ ეფექტიანია. შრატის მოსამზადებლად ინგრედიენტებს ვყიდულობთ აფთიაქში და დოზირებას არ ვაჭარბებთ. დაგვჭირდება 0.5 გრამი ასკორბინის მჟავის ფხვნილი, 3 გრამი გამოხდილი წყალი და 3 გრამი გლიცერინი. გამოხდილ წყალში გავხსნით ასკორბინის მჟავის ფხვნილს, კარგად მოვურევთ და შემდეგ გავამატებთ გლიცერინს.

_OTHER BLOGPOSTS_