ბლოგი:
იანვარი 25, 2013
ავტორი Anika
ყველამ კარგად იცით, რომ მშრალი კანი, ცხიმიან, კომბინირებულ და ნორმალური ტიპის კანთან შედარებით, უფრო ადრე და სწრაფად ბერდება. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშრალი კანის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე დაიწყოთ კანზე სათანადოდ ზრუნვა.
დემაკიაჟი - ტოპ-მოდელი კაროლინა კურკოვა ამბობს, რომ მაკიაჟს ისეთი მცენარეული ზეთით იშორებს, რომელიც სახის კანის ჰიდროლიპიდურ შრეს არ აზიანებს. ამის ალტერნატივა კოსმეტიკურ საშუალებებში კი Carita-ს მაკიაჟის მოსაცილებელი ზეთია Huile-en-Mousse, რომელიც ბუნებრივ მკვებავ ზეთებზე არის დამზადებული.
ყოველდღიურად - სავალდებულო რიტუალად უნდა აქციოთ ყოველ დილით და ღამით, ძილის წინ სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე მკვებავი კომპონენტებით მდიდარი სახის საცხის წასმა. არჩევანი საკმაოდ დიდია სხვადასხვა კოსმეტიკურ ბრენდებში. ზოგს მიაჩნია, რომ თუ სახის საცხი მშრალი კანისთვის არის განკუთვნილი, ის აუცილებლად ძალიან სქელი და მსუყე ტექსტურის უნდა იყოს. კოსმეტოლოგები ამ მითს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ შედარებით “მსუბუქი” ტექსტურის სახის საცხებიც არსებობს მშრალი ტიპის სახის კანისთვის. და არ დაგავიწყდეთ თვალების ზონის სათანადოდ დატენიანებაც!
რეგულარულად - კვირის განმავლობაში ორჯერ-სამჯერ გაიკეთეთ სახის ნიღაბი, რომელსაც აღმდგენი და დამატენიანებელი მოქმედება ექნება.
კანის სიმშრალე შესაძლოა ორგანიზმში A და E ვიტამინების ნაკლებობაზეც მიუთითებდეს. იმისათვის, რომ ეს დანაკლისი შევივსოთ, საკვებ რაციონში შეიტანეთ სტაფილოს, ბულგარული წიწაკის, პომიდვრების და სალათის ფოთლებისგან შემდგარი სალათი. სალათი შეგიძლიათ სელის ზეთით ან მსუბუქი ხაჭოთი შეკმაზოთ.
და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლიათ მშრალი კანის მოვლის პროცედურები პროფესიონალ კოსმეტოლოგთან გაიკეთოთ. გამოცდილი კოსმეტოლოგი, არამარტო რეგულარული პროცედურების, არამედ ყოველდღიური თავის მოვლის საშუალებების შერჩევაშიც გაგიწევთ დახმარებას.
მომდევმო პოსტამდე,
ანიკა