We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ დავეხმაროთ შვილებს სტრესულ სიტუაციაში

_from blog_:
_January_ 20, 2017
_by_ Anika
მშობლების სტრესულ ყოველდღურობაში ხშირად ისე გადის კვირები და თვეები, რომ ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრების ანალოგიურ მდგომარეობას ვერ ვამჩნევთ. როგორც ექიმები განმარტავენ, სტრესი და აღგზნებადობა ბავშვებში არაერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს: მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი, ახალ სახლში გადასვლა, დიდი ოდენობით სასკოლო დავალება ან თუნდაც წიგნი ან ფილმი, რომელიც ბავშვზე შიშისმომგვრელად და ნეგატიურად აისახება. ასეთ მდგომარეობაში ბავშვებს საკუთარი მდგომარეობის გააზრება და უფროსებისთვის გადმოცემა უჭირთ, შესაბაისად სწორედ ამ დროს ესაჭიროებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება, სიტუაციასთან გასამკლავებლად და უვნებლად გამოსასვლელად. რას გვირჩევენ ექიმები და ბავშვთა ფსიქოლოგები?

- ვაღიაროთ მათი გრძნობები და მოვუსმინოთ. ბავშვს უნდა ვაგრძნობინოთ სიტყვიერად, რომ გვესმის მისი შეგრძნებების (არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუწიოთ იგნორირება)  და შევთავაზოთ, მოგვიყვეს საკუთარი ფიქრების და შეგრძნებების შესახებ, თუნდაც საქმე 3-4 წლის ბავშვს ეხებოდეს. ასე, ის თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს და სტრესულ სიტუაციაში ეცოდინება, რომ შეიძლება თქვენი იმედი ქონდეს, მოვიდეს, დაგელაპარაკოთ და შვება იგრძნოს.

- კარგად გადავხედოთ მის განრიგს. ბავშვთა ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ კვირის განრიგს და არ გადავტვირთოთ ზედმეტად სკოლის გარეთ არსებული ათასგვარი წრეებით და დამატებით აქტივობებით. შესაძლოა, ასეთი აქტივობები არანაირად არც იყოს ბავშვში სტრესის გამომწვევი, მაგრამ გადაღლილი ბავშვი თავს ყველაზე მშვიდად, მოდუნებულად და დასვენებულად ოჯახურ გარემოში გრძნობს.

- მნიშვნელოვანია არსებული რეჟიმის დაცვა - ეს ბავშვისთვის, განსაკუთრებით მცირეწლოვანისთვის კომფორტის და სიმშვიდის მომგვრელია. რეჟიმი და რუტინა, რომელიც მათთვის უკვე ნაცნობია, დამკვიდრებულია და რომელიც რამე გაუთვალისწინებელს და სიურპრიზს არ გულისხმობს - ყოველი "სიურპრიზი" მათთვის გადამღლელი და სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს, განმარტავენ ექიმები. ამიტომაც, მნიშვნელოვანია არსებული ძილის, კვების, თამაშის რეჟიმის მაქსიმალურად დაცვა.

წარმატებები!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_