დღევანდელ პოსტში რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც არამხოლოდ დიეტის პერიოდში, არამედ ზოგადად, ჩვეულებრივ პერიოდშიც ვფიქრობ, გამოგადგებათ კვირის განმავლობაში ჯანსაღი კვების მხრივ.
- ლანჩის ძირითადი შემადგენელი უნდა იყოს მარცვლეული, ცილა, ბოსტნეული და სოუსი. არჩევანი საკმაოდ დიდია, კვირის განმავლობაში შეგვიძლია მრავალფეროვანი და განსხვავებული ლანჩი გვქონდეს ყოველდღიურად. ლობიო შეგიძლიათ დიდი ულუფით მოხარშოთ და გადაანაწილოთ რამდენიმე დღეზე, ზოგან სალათში, ზოგან ვრაპში. ამას გარდა, შეგიძლიათ ხშირად გამოიყენოთ ყავისფერი ბრინჯი და თურქული ბარდა, რომელიც მდიდარია უჯრედისით და გარნირის სახით იდეალურია.
- სალათებზე გამოსაყენებელი სოუსი უმჯობესია თავად მოამზადოთ სახლში, რისთვისაც ლიმონის წვენი, ნიორი, მაწონი, ბაზილიკის ფოთლები, ზღვის მარილი, დიჯონის მდოგვი, ჩილის სოუსის, სოიოს სოუსის მეშვეობით მოამზადოთ - ინგრედიენტები თქვენი სურვილისამებრ და ფანტაზიის ფარგლებში შეარჩიეთ და დააწყვილეთ.
- მაკარონის ნაწარმი თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ ყოველი კონკრეტული ლანჩისთვის. თუმცა, თუ გაქვთ შესაძლებლობა, შეიძინეთ მარკეტში ბოსტნეულისგან დამზადებული პასტა (მაგ, ყაბაყის ან ისპანახისგან დამზადებული პასტა). მთავარია გვახსოვდეს, რომ ვიფიქროთ არა კონკრეტული ჯგუფის საკვების აკრძალვაზე, არამედ ნაკლები ღირებულების მქონე საკვების უფრო ჯანსაღი, ვიტამინებით და მინერალებით გაჯერებული საკვებით ჩანაცვლებაზე.
- თამამად გამოიყენეთ სანელებლები, არჩევანი დიდია და რეალურად, სხვადასხვა არომატული სუნელების გამოყენებით, განსაკუთრებული გემო შეგვიძლია შევძინოთ ყველაზე მოსაწყენ ბოსტნეულის კერძსაც კი.
- ბოსტნეული მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.