ბლოგი:
მაისი 08, 2012
ავტორი Anika
სახის დაბანასთან დაკავშირებით, ოქროს წესი არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურ გარემოებებზე არის დამოკიდებული. მაშინ როცა თქვენი მეგობრისთვის სახის დღეში ორჯერ დაბანა აბსოლუტური პანაცეაა, შეიძლება თქვენი კანისთვის ეს სრულიად ზედმეტი და უსარგებლო ძალისხმევა აღმოჩნდეს. მოდით გადავხედოთ, რას გვირჩევენ აშშ-ს წამყვანი დერმატოლოგები ამ ყოველდღიურ რუტინასთან დაკავშირებით.
1. ვისაც გგონიათ, რომ სახის კანის იდეალურად გასასუფთავებლად სახის დასაბანი გელით ჩამობანა საკმარისია, იმედები უნდა გაგიცრუოთ - სახის დაბანა ორეტაპიანი პროცესი ყოფილა. ექიმ-დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ წყლით და დასაბანი გელით სახის ჩამობანამდე მაკიაჟი სპეციალური მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით მოვიშოროთ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ტონალური კრემის და “კონსილერის” მოშორება მხოლოდ წყლის და სახის გელის მეშვეობით შეუძლებელია, განსაკუთრებით ცხვირის და თვალების გარშემო. ასე, რომ მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით მაკიაჟის მოშორების შემდეგ, სახე ნელთბილი წყლით და სახის გელით დაიბანეთ. თუ გამონაყარისკენ მიდრეკილი სახის კანი გაქვთ, ასეთ შემთხვევაში დერმატოლოგები სახის ქაღალდის საფენით გამშრალებისკენ მოგვიწოდებენ (უნდა გამოვცადო!).
2. დერმატოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სახის ზედმეტად ხშირად დაბანა კანის გაღეზიანებას და გაუწყლოვანებას იწვევს. ამ სიტუაციაში გამოსავალი იდეალური შუალედის გამოძებნაა: განსაკუთრებით ცხიმიანი კანი დილა-საღამოს დაიბანეთ, ხოლო სიმშრალისკენ მიდრეკილი და მგრძნობიარე სახის კანის შემთხვევაში, სახის მხოლოდ ღამით დაბანაც საკმარისია. ჰო, და არ დაგავიწყდეთ: ყოველთვის დაიბანეთ სახე ვარჯიშის შემდეგ (გამონაყარის თავიდან აცილების მიზნით).
3. სახის კანის ტიპის მიუხედავად, სახის დასაბანი გელის არჩევისას, მიაქციეთ ყურადღება, რომ გელი არ შეიცავდეს სურნელოვან დანამატებს, რამაც შეიძლება კანი გაგიღეზიანოთ; არ შეიცავდეს პარაბენს (პოტენციურად ტოქსიურ კონსერვატს) და არ შეიცავდეს უხეშ საპონს, რომელიც კანს გამოგიშრობთ. რაც შეეხება, თავად გელის ტექსტურას, ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, მათ, ვისაც მშრალი სახის კანი აქვთ, დამატენიანებლის ეფექტის მქონე გელი ურჩევნიათ, ხოლო ცხიმინი კანის შემთხვევაში, კი უპირატესობას ასაქაფებელ გელს ანიჭებენ, რომელიც კანზე სიმსუბუქის შეგრძნებას გიტოვებთ.
4. ტონიკის გამოყენებას რაც შეეხება, აქ ექიმები აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის შემცველი ტონიკი კანის ბუნებრივ ცხიმს ზედმეტად იწოვს, ზომიერი ტონიკი კი სახის კანსაც ამშვიდებს და Ph-ის დონესაც არეგულირებს. თუმცა თუ სახის დასაბანი გელი სწორად გაქვთ შერჩეული, ასეთ შემთხვევაში, ტონიკი შეიძლება არც კი დაგჭირდეთ და ზედმეტი ფულის ხარჯვა იყოს.
5. და ბოლოს - არ ღირს სახის დასაბან საშუალებაზე დიდძალი თანხის დახარჯვა, ვინაიდან ის ინგრედიენტები, რომლებიც პროდუქტს ძვირადღირებულს ხდიან (რეტინოლი, ანტიოქსიდანტი), გაცილებით ეფექტურია სახის მოვლის იმ საშუალებებში, რომელსაც კანზე დაიტოვებთ და არ ჩამოიბანთ. ასე, რომ გამოიჩინეთ ზომიერება და ფული კარგი დამატენიანებელისთვის ან შრატისთვის შემოინახეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა