ბლოგი:
მაისი 05, 2015
ავტორი Anika
ზაფხულის მზეს ბევრი საკუთარი თმის სასიკეთოდ რომ იყენებს, კარგად ვიცი: ვისაც ღია შეფერილობის თმა აქვს, ზღვაზე ყოფნისას ხშირად ლიმნის წვენს ისვამენ ხოლმე თმის ღერებზე და ძალიან ლამაზ ღია მბზინვარებას იღებენ, ჩვენებურად "ჰაილაითებს" რომ ვუწოდებთ. მე ამის შესახებ საკუთარ გამოცდილებას სამწუხაროდ, ვერ გაგიზიარებთ, ვინაიდან ბუნებრივად მუქი შავი ფერის თმა მაქვს და ყოველგვარი მსგავსი ბუნებრიობის ფარგლებში გაწეული მცდელობა სრულიად ფუჭია. თუმცა, შემიძლია სპეციალისტების აზრი მოგასხენოთ, რომ მზე მართალია თქვენს ღია თმას ლამაზად აღიავებს და ფრიად სასიამოვნო შეფერილობას აძლევს, მაგრამ საკმაოდ აზიენებს თმის სტრუქტურას: ულტრაიისფერი სხივები ისევე როგორც კანზე, თმაზეც ნეგატიურად ზემოქმედებენ. ამიტომაც, მზის სეზონზე კარგი იქნება, თმას შესაბამისად თუ დავიცავთ, რომ არ გამოშრეს და გამოიფიტოს. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ დამცავ პროდუქტებს გაგაცნობთ.
Spray Solaire Huile Embellissante SPF30, Clarins - ტანის და თმის დამცავი ზეთი-სპრეი SPT 20-ით. იდეალურია შედარებით მუქი შეფერილობის კანისთვის და კარგად იცავს თმას მზის სხივების შედეგად გამოშრობისგან.
KPF 90 «Huile Nutritive Tres Haute Protection Kpf 90», Rene Furterer - ეს მზისგანდამცავი ზეთი წყალგამძლე ფორმულაზეა დამზადებული, რის გამოც სრულიად იდეალური პროდუქტია ზღვაში/აუზში ბანაობისთვის. ის თმის კერატინის 90%-მდე დაცვას უზრუნველყოფს მზის სხივებისგან, ზღვის მარილიანი და აუზის ქლორირებული წყლისგან.
Anti-Frizz Conditioning Protective Milk Solar Sublime, L'Oreal Professionnel - ლორეალის ეს რძე-სპრეი თმას ულტრაიისფერი სხივების მთელი სპექტრისგან იცავს და გამოშრობის პრევენციას ახდენს.
Aqua-seal Soleil, Kerastase - კერასტაზის ეს წყალგამძლე კრემ-სითხე გამოკვეთილად მგრძნობიარე და დაზიანებული თმის დასაცავად არის განკუთვნილი.
«Brume Solaire Hydratant», Rene Furterer - მზის შემდეგ გამოსაყენებელი დამატენიანებელი სპრეი, რომელიც კარგად ატენიანებს გამოფიტულ თმას, აღადგენს მას და აადვილებს გამოვარცხნას.
მომდევნო პოასტამდე,
ანიკა