ბლოგი:
მაისი 04, 2014
ავტორი Anika
ზაფხული კარს მოგვდგომია, მზიანი ამინდებიც ასე თუ ისე შემოგვეპარა, რის გამოც თავდაცვით ზომებსაც უკვე მივამართეთ, ალბათ: დილით სახლიდან ისე არ გავდივართ, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი დღის საცხი რომ არ წავისვათ. თუმცა, მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დაცვა არამხოლოდ სახის კანს, არამედ ჩვენს თმასაც არანაკლებ სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზღვის კურორტზე მივემგზავრებით დასასვენებლად. როგორ დავიცვათ თმა მზის მცხუნვარებისგან?
ყველაზე მარტივი გადაწყვეტა, თავსაბურავის დახურვაა, გააჩნია ვის როგორი მოგწონთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თმის ღერების გარდა, არანაკლები დაცვა სჭირდება თავის კანსაც, რომელიც მზის სხივებით მიღებული დაზიანების გამო შესაძლოა გაწითლდეს და აიქერცლოს. თუ თქვენ მზეზე ყოფნისას მზისგან დამცავ სპრეის იყენებთ, არ დაიზაროთ და რამდენიმე წვეთი თმის გაყოფის ადგილასაც შეიშხურეთ.
აუცილებლად შეიძინეთ თავის მოვლის პროდუქტი სპეციალური მზის ხაზიდან, რომელიც არაერთ კოსმეტიკურ ბრენდს აქვს უკვე. ასეთი გამწმენდი შამპუნები საკმაოდ მსუბუქია და მათი მიზანი თავის კანის კარგად გასუფთავებაა ისე რომ არ გამოვაშროთ კანი. სასურველია შამპუნის შემდეგ იმავე ხაზიდან კონდიციონერის ან ნიღაბის გამოყენება.
ღია ფერის თმა ვისაც გაქვთ, მზის სხივების მეშვეობით თმისთვის ლამაზი “ჰაილაითების” გაკეთება შეგიძლიათ. ამისთვის ლიმონის წვენი დაგჭირდებათ, რომელსაც მზეზე ყოფნისას, დღის განმავლობაში პერიოდულად გადაისვამთ თმაზე. მუქი ფერის თმის მქონეები თავს ნუ შეიწუხებთ ამ მცდელობებით - ლამაზი ჰაილაითების ნაცვლად გაურკვევლად აჭრელებულ თმას მიიღებთ! და ლიმონის ლაიმით ჩანაცვლებასაც ნუ ეცდებით - ეს მწვანე ხილი ამ მიზნისთვის სრულიად გამოუსადეგარია.
გრძელი და ტალღოვანი თმის მფლობელებს ზღვაზე დასვენება ბევრ სხვა მოსაზრებასთან ერთად იმიტომაც უყვართ, რომ ზღვის წყლის გავლენით თმის ღერები სხვაგვარად ლამაზად ტალღოვანი ხდება. გილოცავთ, დღეისთვის უკვე გაყიდვაშია თმის მოვლის ისეთი საშუალებები, რომლებიც ზღვის წყალს შეიცავენ - ასე რომ ამ ლამაზი “ტალღებით” ტკბობა ზღვის სანაპიროსგან მოშორებითაც შეგეძლებათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა