წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ დავიკლოთ მუცლის ცხიმი 2 კვირის ვადაში

ბლოგი:
აგვისტო 03, 2018
ავტორი Anika
წლის შემდეგ მუცლის ზონა ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი მონაკვეთია ცხიმის დასაკლებად და გარშემოწერილობის შესამცირებლად, რისთვისაც როგორც წესი, საგანგებოდ შერჩეულ ვარჯიშების ციკლს ვიყენებთ ხოლმე. ინტერნეტში ძალიან საინტერესო სტატიას წავაწყდი მუცლის ცხიმის ორკვირიანი სპეციალური რეჟიმის მეშვეობით დაკლების და გარშემოწერილობის შემცირების შესახებ, რომელიც დღევანდელ პოსტში მინდა გაგიზიაროთ.

ორკვირიანი რეჟიმი ეფუძნება სამეცნიერო კვლევების შედეგებს და იმ საკვები პროდუქტების იდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც გენეტიკურ დონეზე ცხიმის გენებს თიშავენ, შედეგად თვეების დიეტის ნაცვლად რეალურად 2 კვირაც საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად. ყოველდღიურ ცხოვრების რეჟიმში რამდენიმე ცვლილების ხარჯზე, წესრიგდება საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება, მინიმუმამდე დადის ყოველგვარი ანთებითი პროცესები, ხდება ცხიმის გენების გათიშვა და ავტომატურად სხეული გადადის ცხიმის, კონკრეტულად კი მუცლის ცხიმის წვაზე. მაინც, როგორ გამოიყურება ორკვირიანი რეჟიმი?

Benefits-Of-Morning-Walk-And-Jogging-Every-Day

1. საუზმემდე 15-20 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული ძალიან დადებითად მოქმედებს ცხიმის კლების პროცესზე. პირველ რიგში, დილით ფიზიკური აქტივობა ცხიმის მარაგიდან მიღებული ენერგიის ხარჯზე ხდება და მეორეც - კვლევების თანახმად, დილის 8.00 საათიდან შუადღემდე სხეულზე მზის სხივების მოხვედრა ამცირებს წონაში მატების რისკს. ამ რეჟიმში ჩართულმა ასეულობით ადამიანმა დაადასტურა, დილის სწრაფი სიარულის საოცრად დიდი ეფექტი ცხიმების კლების პროცესზე.

2.  საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა ხილთან ერთად. ასეთი საუზმე განსაკუთრებით კომფორტულია ჩემ მსგავსად ტკბილეულის მოყვარულებისთვის: შვრიაც და ხილიც უხსნადი უჯრედისის წყაროა, რომელიც სისხლში ქოლესტერინს ამცირებს და საჭმლის მომნელებელ სისტემაში სასარგებლო ბაქტერიებს კვებავს. ორკვირიან რეჟიმში ჩართული ადამიანების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი საუზმის შემდეგ ორგანიზმში მაღლა იწევს ჰორმონი გერლინის დონე, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს.

3. უპირატესობა მიანიჭეთ წითელ ხილს მწვანეს ნაცვლად - წითელ ხილში ფლავონოიდების მაღალი შემცველობაა, რაც კვლევების მიხედვით, ცხიმის შენახვაზე პასუხისმგებელი გენების მწყობრში მოყვანას უწყობს ხელს.

4. მიირთვით ავოკადო, რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმებით, რაც პირველ რიგში, დადებითად მოქმედებს მუცლის ცხიმის წვაზე და მეორეც - დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას. ისინი, ვინც შუადღის კვებაზე ნახევარ ავოკადოს მიირთმევდნენ, ადასტურებენ, რომ გაცილებით მეტი ხნით გრძნობდნენ თავს დანაყრებულად.

1489589770-orangetoast

5. მიირთვით კვერცხი - კვერცხი სუპერ მკვებავი ნივთიერება ქოლინის კარგი წყაროა, ქოლინი კი, თავის მხრივ, ბლოკავს გენების იმ მექანიზმს, რომელიც ღვიძლის ირგვლივ ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. ამიტომაც, რეგულარულად მიირთვით კვერცხი.

6. და ბოლოს, დილით გაიმზადეთ ე.წ. "სპა-წყალი" - წყალი, რომელშიც ჩააგდებთ ლიმონის, ფორთოხლის ან გრეიფრუტის ნაჭრებს. ამისთვის იდეალურია სპეციალური ჭიქები, სადაც ქვემოთ ხილის ნაჭრები თავსდება, დღის განმავლობაში კი წყალს ამატებთ და საშუალოდ 8 ჭიქამდე ასეთ სპა-წყალს მიირთმევთ. ციტრუსები მდიდარია ანტიოქსიდანტ D-ლიმონენით, ციტრუსის კანში არსებული ნივთიერება, რომელიც ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები