We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ დავიკლოთ წონაში კალორიების დათვლის გარეშე - ფიტნესის ინსტრუქტორის რჩევები

_from blog_:
_June_ 05, 2018
_by_ Anika
კვების კონტროლი ნებისმიერ შემთხვევაშია აუცილებელი, იქნება ეს უბრალოდ ჯანსაღად კვების რუტინა, წონის შენარჩუნება თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლება. თუმცა, თუ ფიტნეს ინსტრუქტორების დიდ ნაწილს დავუჯერებთ, მათ ვისაც ჭარბი წონისგან გათავისუფლება უნდათ, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვან, ყოველგვარი დღიური კალორიების თვლის გარეშე. რაში მდგომარეობს ეს მარტივი წესები?

1. გამოვიმუშავოთ ყოველდღიურად დროულად დაძინების და 8 საათიანი ძილის ჩვევა. თუ ჩვილი არ გყავთ, წესით, რთული არ უნდა იყოს ამ ჩვევის გამომუშავება: ყოველ ღამით საორიენტაციოდ 10-11 საათისთვის წვებით, თიშავთ მობილურებს და ყოველგავ მანათობელ მოწყობილობას და იღვიძებთ დილის 7-8 საათისთვის. კარგად გამოძინებულს მომდევნო დღეს არც მოულოდნელი შიმშილი შეგაწყხებთ, არც ტკბილეულისადმი ლტოლვა და მარტივად შეძლებთ კვების რეჟიმის დაცვას.

2. კვირაში რამდენჯერმე დაკავდით ძალოვანი ვარჯიშებით. არ არის სავალდებულო, ყოველ ჯერზე ინტენსიური ვარჯიში აკეთოთ, იოგას და პილატესის დროსაც ხდება სხეულის ტონუსში მოყვანა, მთავარია ყოველი ვარჯიში გამოწვევა იყოს თქვენი კუნთებისთვის, დატვირთოს და გაავარჯიშოს ისინი.

3. შეეცადეთ, რომ თქვენი ყოველდღიური საკვები მაქსიმალურად შედგებოდეს ჯანსაღი საკვებისგან: ნაკლებცხიმიანი ცილები, ჯანსაღი ცხიმები, ხილი, ბოსტნეული, თხილეული და სრულმარცვლოვანი ბურღულეულისგან. ერთ-ერთი რეკომენდაციის სახით, შეგიძლიათ დღიური რაციონი გადაანაწილოთ 40/30/30 თანაფარდობით: 40% ჯანსაღი ნახშირწყლები, 30% უცხიმო ცილები და 30% ჯანსაღი ცხიმები.

Eat-More-Whole-Foods

4. იარეთ მეტი დღის განმავლობაში. დღიურად 10,000 ნაბიჯის მიზანი იდეალურია, თუმცა, შესაძლოა, ყოველდღიურად ვერ მოახერხოთ მისი დაცვა. თქვენ მაინც მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ, ჩამოტვირთეთ მობილურში ნაბიჯების დასათვლელი აპლიკაცია და ყოველდღიურად აკონტროლეთ, თუ რამდენს დადიხართ.

5. მაქსიმალურად თქვით უარი გადამუშავებულ საკვებზე: ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, პური, შოკოლადი მინიმუმამდე დაიყვანეთ.

6. შეუწყვეთ საკუთარ თავს ხელი სტრესისგან გათავისუფლებაში. სტრესი მომენტალურად აისახება ჰორმონ კორტისოლის დონეზე, ეს უკანასკნელი კი შიმშილის გრძნობას სათანადოდ ვერ გააკონტროლებს. ამიტომაც, ნებისმიერი ისეთი საქმიანობა თუ აქტივობა, რომელმაც შეიძლება სიამოვნება მოგგვაროთ, ძალიან დაგეხმარებათ ამ დროს.

_OTHER BLOGPOSTS_