ბლოგი:
დეკემბერი 08, 2014
ავტორი Anika
არომატული მარცვლეული ხომ გიყვართ?! რა სჯობს ნაციონალური თუ ეგზოტიკური სუნელებით გემრიელად შეკმაზულ სადილს თუ ვახშამს, მითუმეტეს თუ ეს ყველაფერი ისეა შეზავებული, რომ გემრიელთან ერთად სასარგებლოცაა. დიახ, გარკვეული მარცვლეული, რომელსაც ჩვენი ბებიები, დედები და ბევრი ჩვენგანი საკვების მზადებისას ხშირად ან სისტემატურად ვიყენებთ, ყველაფერთან ერთად წონაში კლებისთვისაცაა სასარგებლო.
დავიწყოთ დიდი კამით (ინგლისურად Fennel, გერმანულად Fenchel - ერთჯერადი ჩაის სახით ბევრგან შეგხვედრიათ, ალბათ), რომელსაც ჩვენებურად "ცერეცოს" ვეძახით და რომელიც კამის უახლოესი ნათესავია - თქვენი არ ვიცი და მე კი მიჭირს მათი ერთმანეთისგან გარჩევა. მაგრამ ამ შემთხვევაში გარჩევის პრობლემა არ გექნებათ, იმიტომ რომ საუბარი არა თავად მცენარეზე, არამედ მის თესლებზეა. გემო ამ მრავალწლიან მცენარეს შედარებით უფრო ტკბილი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ კამას. დიდი კამა საჭმლის მონელებას ასტიმულირებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ტუტე-მჟავას (თუ მჟავა-ტუტოვანი, როგორც გენებოთ) ბალანსის შენარჩუნებას, აქვს ზომიერი შარდმდენი მოქმედება. ამას გარდა, ის საკვებს ისეთ მიკროელემენტებით ამდიდრებს, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ქრომი. ამ ყველაფერთან ერთად, დიდ კამას წონაში დაკლების მსურველებიც აქტიურად იყენებენ, ვინაიდან ის მეტაბოლიზმს აჩქარებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აქვეითებს მადას. ექიმი-დიეტოლოგები მის გამოყენებას შემდეგნაირად გვირჩევენ: ერთი სუფრის კოვზი დიდი კამის თესლი დაუმატეთ წვნიანს ან სალათს და სულ ესაა.
კვლიავი (რუსულად Тмин, ინგლისურად Cummin) - ეს აღმოსავლური სანელებელი მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით, რკინით, რომლებიც აუცილებელი მიკროელემენტებია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კვლიავი არაჩვეულებრივია საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის და ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოადგენს, რის გამოც მას ხშირად იყენებენ გაციების და მშრალი ხველის დროს. აი, წონაში კლებას რაც შეეხება, ამ მხრივ კვლიავს იმის გამო იყენებენ, რომ ის ორგანიზმში ლიპიდურ ცვლას აუმჯობესებს, რაც გვეხმარება დავიკლოთ ის ზედმეტი კილოგრამები, რომლებიც ცუდი ნივთიერებათა ცვლის გამო ავკრიფეთ. ექიმი-დიეტოლოგები გახდომის და ორგანიზმის გაჯანსაღების მიზნით მიზნებისთვის მის შემდეგნაირ გამოყენებას გვირჩევენ: ჭამის შემდეგ მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი შავი კვლიავის თესლი - გაითვალისწინეთ, რომ ეს დღიური დოზაა და უმჯობესია, მას არ გადააჭარბოთ.
და ბოლოს ჩემი ფავორიტი სელის მარცვლები, რომლებიც ომეგა-3 ცხიმ-მჟავების გარდა, ომეგა-6 და ომეგა-9 ცხიმმჟავებს შეიცავს, რაც ერთიანობაში სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს. ამიტომაცაა, სელის თესლს ათეროსკლეროზის, ინსულტის, ინფარქტის, თრომბოზების სამკურნლად და პროფილაქტიკისთვის რომ იყენებენ. ამას გარდა, სელის მარცვლები დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, მხედველობაზე, სტიმულირებას უკეთებს ტვინის მუშაობას. მთავარი კი ისაა, რომ სელის თესლი მცენარეული უჯრედისის უძვირფასესი წყაროა, რომელიც არამხოლოდ წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ იმუნიტეტსაც აძლიერებს და როგორც კვლევებით ადასტურებენ, ონკოპათოლოგიების განვითარების რისკსაც ამცირებს. რეკომენდირებულია სელის თესლის დამატება ფაფებში, მაწონში, იოგურტში - მე ხილის და ბოსტნეულის სმუზში ვამატებ ხოლმე 1 ჩაის კოვზს ან შვრიის ფაფაში დილაობით. ექიმების მიერ რეკომენდირებული დღიური დოზაა 5 გრ. სელის მარცვალი, ასე რომ გაითვალისწინეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა