We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ დავიტენიანოთ კანი ზაფხულში

_from blog_:
_July_ 31, 2013
_by_ Anika
ზაფხულის სეზონის სავალდებულო ელემენტებზე ანიკას ბლოგში პირველად არ ვსაუბრობთ: არაერთხელ გაგვისვამს ხაზი იმ გარემოებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულში სახეზე მზისგან დამცავი საცხის წასმა და დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი წყლის დალევა საიმისოდ, რომ ორგანიზმმა საჭირო წყლის ბალანსი აღიდგინოს და ჩვენც დღის განმავლობაში ენერგია არ მოგვაკლდეს. თუმცა, წყლის აუცილებელი ბალანსის შენარჩუნება ზოგადი ჯანმრთელობის გარდა, კანის მდგომარეობისთვისაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბევრ თქვენგანს ემახსოვრება. ამისათვის კი შიგნიდან გაწეულ დახმარებას - დღეში 2 ლიტრი წყლის დალევა - გარედანაც თუ დავეხმარებით, მერწმუნეთ, საუკეთესო შედეგს მივიღებთ.

პირველ რიგში, კანის სისტემატური აქერცვლა არ უნდა დაგვავიწდეს: აუცილებელია, კანს ზედა მკვდარი ფენა მოვაცილოთ იმისთვის, რომ შემდეგომ გამოყენებული საცხების თუ ლოსიონების სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად შეითვისოს კანმა. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ ამ მხრივ, კარგად მოქმედებს ალფაჰიდროქსიმჟავების შემცველი პილინგები. პროცესი კი ასე მიმდინარეობს: პილინგი, შემდეგ დამატენიანებელი ნიღაბი და ბოლოს დამატენიანებელი საცხი. იდეალურ ვარიანტში ეს ყოველკვირეულად უნდა გავიმეოროთ.

602800_528234880554718_1555022973_n

ზაფხულში ცხელი ჰაერის გარდა, კანის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერი ოფისებში ფართოდ გამოყენებული კონდიცირების სისტემებია. იმის ილუზიას არავინ ვიქმნით, რომ სამსახურში ხელმძღვანელობა იმაზეც იზრუნებს, რომ კონდიცირებასთან ერთად ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობით უზრუნველყოს თანამშრომლები. ამიტომაც, ამ ნაწილზე თავად შეგვიძლია ძალიან მარტივად ვიზრუნოთ: ჩანთაში თერმული წყალი ჩავიგდოთ. ახლა უკვე მინიმალური ზომის, მოხერხებულ ბოთლებში შეიძლება მათი შეძენა (მაგალითად, Avene-ის წყლის), ასე რომ ჩანთაში სულ მცირე ადგილი დასჭირდება. არ დაგავიწყდეთ, დღის განმავლობაში პერიოდულად შეიშხაპუნოთ სახეზე, შემდეგ კი, დაახლოებით ერთ წუთში ხელსახოცით შეიშროთ მისი წვეთები, თორემ საპირისპირო შედეგს მიიღებთ - წვეთები სახიდან დაიწყებენ საჭირო ტენიანობის აღებას.

და ბოლოს, არ მოიკლოთ ომეგა 3 და ომეგა 6 შემცველი დანამატები. ისინი იდეალური დამხმარეები არიან, კანში ტენიანობის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლო ცხიმმჟავებია. დღეისთვის სააფთიაქო ქსელებში საკმაოდ დიდი არჩევანია ამგვარი დანამატების შეძენის მსურველებისთვის, რომელთა შემადგენლობაშიც ზემოხსენებულის გარდა ომეგა 9 ცხიმმჟავაც შედის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_