წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ დავუბრონოთ მკერდს სიმკვრივე

ბლოგი:
ოქტომბერი 29, 2013
ავტორი Anika
ნაოჭების, ჭაღარის და პიგმენტური ლაქების გაჩენის გარდა, წლებს კიდევ ერთი უსიამოვნო “სიახლე” მოაქვთ: მოდუნებული მკერდი. თუმცა, ჩამოკიდებული მკერდის ეფექტი ადრეულ ასაკშიც შეიძლება მივიღოთ დიდი ზომის მკერდის,ორსულობის და ძუძუთი კვების გამო. ამ პრობლემის ვიზუალური შენიღბვა შესაფერისი ბიუსჰალტერით დღეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, მკერდის გამკვრივებას რაც შეეხება, ამ მიზანს მხოლოდ სათანადო მოვლის და პროცედურების შედეგად თუ მიაღწევთ.

მკერდის მოდუნების (ფტოზის) ხარისხის განსასაზღვრად, ხელი მკერდის ქვეშ მივიდოთ და დავაკვირდეთ: თუ მკერდმა 2 თითი ან ნაკლები დაფარა, მაშინ პირველი ხარისხის ფტოზთან გვაქვს საქმე; თუ 2-4 თითი დაიფარა - მეორე ხარისხთან; ხოლო სრულად მტევანის დაფარვის შემთხვევაში, უკვე მესამე ხარისხთან.

როგორ ვიქცევით:

პირველი ხარისხი - პრობლემის მოგვარება ყოველდღიური მოვლით შესაძლებელია (კრემები, შხაპი, მკერდის გიმნასტიკა).

მეორე ხარისხი - ყოველდღიური მოვლა + მკერდის გამამკვრივებელი აქტიური კონცენტრატების გამოყენება. სპეციალისტები გვარწმუნებენ, იმისათვის, რომ მკერდი “შეივსოს” და მომრგვალებული ფორმა მიიღოს, დაახლოებით 3 თვე იქნება საჭირო. ეფექტი კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ყოველდღიურად გავაკეთებთ მკერდის გიმნასტიკას.

მესამე ხარისხი - კოსმეტიკური საშუალებები კანის დატენიანებაში დაგვეხმარება, ხოლო მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სპეციალური აპარატებით ჩასატარებელი პროცედურებია რეკომენდირებული.

496x323_0xc0a8393c_19662269411370474097

მკერდის სიმკვრივის შესანარჩუნებელი პროცედურები

  • ყოველდღიურად ვიღებთ კონტრასტულ შხაპს. 5 წუთის განმავლობაში, წრიული მოძრაობებით, გრილი წყლის ჭავლით ვასრულებთ მკერდის ე.წ. მასაჟს.

  • მკერდის გიმნასტიკა: კედლისგან დაახლოებით 30 სანტიმეტრის დაშორებით ვდგებით, ვეყრდნობით კედელს და შემდეგ ვასრულებთ აქაჩვებს. გარდა ამისა, მკერდის წინ ხელის გულებს ერთმანეთს მივადებთ და მაგრად მივაწვებით. მარტივი, თუმცა ძალიან სასარგებლო სავარჯიშოებია.

  • მკერდისთვის განკუთვნილი სპეციალური კრემების და გელების გამოყენება.


როგორ უნდა წავისვათ მკერდის კრემი?! - პრესტიჟული კოსმეტიკური ბრენდის Sisley-ს წარმომადგენელი გვირჩევს, რომ სპეციალური პროდუქტი ყოველდღიურად, შხაპის მიღების შემდეგ (მაქსიმალური ეფექტისთვის დღეში 2-ჯერ) გადავისვათ მკერდის გარშემო, მკერდიდან დეკოლტეს ზონის მიმართულებით. მეტი ეფექტისთვის, კვირაში ერთხელ ტანის პილინგი ჩაიტარეთ.

496x323_0xc0a8393c_13522321501370474098 

სპეციალური აპარატებით შესასრულებელი პროცედურები - კანის სიმკვრივის გაუმჯობესებაში და კუნთოვანი მასის გამაგრებაში დაგვეხმარება LPG აპარატით ჩატარებული პროცედურები, რომელთა დროსაც მკერდის ზონაში მიკროცირკულაცია და ქსოვილების კვება უმჯობესდება და კანის რეგენერაციის პროცესის გააქტიურდება ხდება. შედეგად, კანი გაცილებით “შეკრულია”, მოდუნება მცირდება და კანის ხარისხი უმჯობესდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები