ბლოგი:
ოქტომბერი 03, 2012
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორ მიყვარს კანის მოვლაზე საუბარი და ამ თემასთან დაკავშირებული პრობლემატიკის თუ სიახლეების განხილვა. ჰოდა, დღეს ისევ კანის მოვლაზე მინდა მოგიყვეთ, უფრო სწორად, ამერიკელი დერმატოლოგების რჩევები მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც ზაფხულში დაზიანებული კანისთვის ფერის დაბრუნებასა და გამოჯანსაღებას ეხება.
ზაფხულის მზის აბაზანების მიღების შემდეგ, კანზე ხშირად ჩნდება ყავისფერი ლაქები, გადიდებული ფორები და ნაოჭები. სექტემბერი კი საუკეთესო დროა კანის მოვლის საშუალებების გადასახალისებლად და საჭირო პროცედურების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი, კი, ექიმთან ვიზიტის გარეშე, სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.
ტენიანობის აღდგენა გამომშრალი და მგრძნობიარე კანისთვის.
ზღვის წყალი, ზაფხულში ჭარბად გამოყოფილი მარილის შემცველი ოფლი და მზისგან დამცავი ლოსიონები კანის გამოშრობის პირველი მიზეზია. კანი კიდევ უფრო დაუცველია, როცა გარემოში ტენიანობა იკლებს და მშრალი ხდება.
ამიტომაც, ამერიკელი დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ 1 კვირის განმავლობაში კანი დავასვენოთ. სახე დავიბანოთ რბილი გამწმენდი საშუალებით, შემდეგ დავიტენიანოთ დამამშვიდებელი ზეთისხილის საცხით (კარაქით Butter) ან ნატურალური ზეთით. მას შემდეგ, რაც კანს ისეთი ზედმეტი გამაღიზიანებლებისგან დავასვენებთ, როგორებიცაა რეტინოიდები, სკრაბი და მჟავები, იგი თავად დაიწყებს შემაერთებელი ქსოვილის აღდგენას.
მოშვებული კანი
იმისათვის, რომ კოლაგენის წარმოქმნას შევუწყოთ ხელი, დერმატოლოგები რეტინოიდების ზომიერად გამოყენებას გვირჩევენ. ანტიოქსიდანტები კი, თავის მხრივ, იმ კოლაგენების განლევას შეაჩერებენ, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ გაგვაჩნია.
კვირაში ორჯერ შეგვიძლია მივიღოთ რეტონოიდების შემცველი საცხი გამოვიყენოთ, დანარჩენ დღეებში კი დილის და ღამის ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული დამატენიანებელი საცხი.
ისეთი ანტიოქსიდანდები, როგორებიც არის მწვანე ჩაი და C ვიტამინი, კოლაგენის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ეფექტისთვის საჭიროა მათი სამიდან რვა კვირამდე გამოყენება.
ყავისფერი ლაქების გაფერმკრთალება.
პიგმენტაცია, რომელშიც იგულისხმება როგორც ყავისფერ ლაქები, ასევე ნარუჯი, კანის თავდაცვითი მექანიზმის ნაწილია. მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს კანის მზისგან დასაცავად.
მზეზე ნაკლებად ყოფნა და ფართო სპექტრის დამცავების ყოველდღიური გამოყენება ხელს უშლის პიგმენტების გამომუშავებას, რაც კანის დაცვის ერთგვარი მექანიზმია. ამიტომაც, დერმატოლოგები გვირჩევენ, მათეთრებელი ინგრედიენტების შემცველი დამატენიანებელი საცხის გამოყენებას, რომელიც პიგმენტის წარმოქმნას ბლოკავს.
გაუფერულების საუკეთესო საშუალება ქიმიური ამქერცლავი საშუალებები და რეტინოიდებია. სპეციალური გამწმენდები და პილინგის პროცედურები, რეტინოიდის შემცველ პროდუქციასთან ერთად, საბოლოოდ მოგაშორებთ მუქსა და მკვდარ კანის უჯრედებს. ეს პროცედურები კვირაში ორჯერ არის რეკომენდირებული და რაც მთავარია, მათი ჩატარება მოგვიანებით შემოდგომაზე არის უმჯობესი - მაშინ როცა მზის სხივები ნაკლებად ჩნდებიან და მათი მოქმედება შესუტებულია.
გადიდებული ფორები
სიცხე და მზე ცხიმოვან ჯირკვალს ასტიმულირებს, შედეგად ჭარბი რაოდენობით ცხიმის გამომუშავება ხდება, რომელიც მტვერთან და კერატინებთან ერთად გადიდებულ ფორებს ავსებს. ულტრაიისფერი სხივები კი, კანში აღწევენ და კოლაგენს და ელასტინს არღვევენ და ასუსტებენ. ეს კი, თავის მხრივ, ფორების გაფართოვებას იწვევს.
სალიცინის მჟავას აქვს უნარი შეაღწიოს ცხიმოვან უჯრედში და გაწმინდოს ფორები. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ კომბინირებული კანის შემთხვევაში, სალიცინის მჟავა მხოლოდ გაფართოვებული ფორების ზონაში გამოვიყენოთ.
დროებით,
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა