წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გადავაჩვიოთ პატარები ტკბილეულის მირთმევას

ბლოგი:
ნოემბერი 30, 2017
ავტორი Anika
ჩემი შვილების მუდმივი ლტოლვა ტკბილეულისადმი ჩემი დიდი თავისტკივილია. ცოტა ხნის წინ გავიაზრე, რომ რამენაირი სასწაულებრივი გზით უნდა გავუმკლავდე ამ პრობლემას და ეტაპობრივად, ნელ-ნელა მივაღწიო იმას, რომ სულ უფრო ნაკლები ოდენობით მიიღონ და მოთხოვნილებაც შეუმცირდეთ. ძნელია ამაზე არ იფიქრო, როდესაც ექიმები ხაზს უსვამენ იმ დაავადებებს, რაც შაქრის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს: დიაბეტი, კარიესი, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტში საინტერესო მასალებს ვეძებდი და ერთ სტატიას წავაწყდი, სადაც ამერიკელი ექიმები რჩევებს იძლევიან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელთაც დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ.

1. დიეტოლოგების რჩევით, მოზარდებმა დღის განმავლობაში ცხიმიდან და შაქრიდან უნდა მიიღონ მაქსიმუმ 260 კკალ, რაც დაახლოებით 8 ჩაის კოვზ შაქარს უდრის.

2. ტკბილი სასმელი და საკვები მიჩვევას იწვევს, ისევე როგორც ალკოჰოლი.

3. კვლევებმა დაადასტურა, რომ მოტკბო გემო პატარებს ახალშობილობის პერიოდიდან უკვე მოსწონთ.

4. ბავშვების საკვებ რაციონში შაქრის ჭარბად არსებობა ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმის მიერ უჯრედისის, A, C და E ვიტამინების, კალციუმის, მაგნიუმის, ფოლიუმის მჟავის ათვისებას.

5. შაქრის ჭარბი მოხმარება ნეგატიურად აისახება ზოგადად მოზარდის ორგანიზმის ფუნქციონირებაზე: ბავშებს ნაკლები მოსწრება აქვთ სკოლებში, განიცდიან სპორტის სახეობებში ენერგიის ნაკლებობას, მოარდებში კი - სქესობრივი განვითარების შეფერხებას.

6. უარი თქვით ქარხნული წვენების ყიდვაზე, განსაკუთრებით თუ მათ შეფუთვაზე წარწერას დაინახავთ: "შაქრის შემცველობა არანაკლებ 50%", ვინაიდან ისინი ნებისმიერ შემთხვევაში ხელოვნურ დამატკბობლებს შეიცავენ, რაც ბავშებისთვის ძალიან მავნებელია.

7. მაქსიმალურად შეზღუდეთ გაზიანი სასმელების მიღება - ისინი ძალიან დიდი ოდენობით შაქარს შეიცავენ: საშუალოდ ერთ ჭიქა გაზიან წყალში 10 ჩაის კოვზი შაქარია.

8. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტებს, რომელთაც შაქრის დაბალი შემცველობა აქვთ: ისინი არ უნდა შეიცავდნენ შაქრის სპირტს (სორბიტოლს) და დამატკბობლები.

9. ბავშვებისთვის ჯანსაღი წახემსება/წასუსნავება უნდა მოიცავდეს 2 კომპონენტს: ხილი და ცილები, მსხვილმარცვლოვანი ბურღულეული და ცილები ან ბოსტნეული და ცილები.

10. კვებითი ჩვევები ბავშვებში ადრინდელი ასაკიდან გამომუშავდება: მიეცით მათ თავიდანვე სასარგებლო პროდუქტები, ნუ გააცნობთ ტკბილეულს და გამომუშავებული ჩვევები მათ მთელი ცხოვრება გაყვებათ.

11. უცხიმო რძის პროდუქტებში გაცილებით მეტი შაქარია, ვიდრე ცხიმიანში.

12. 450 მლ. ქარხნულად დამზადებულ ფორთოხლის წვენში იმდენივე შაქარია, რამდენიც 8 ცალ საშუალო ზომის ფორთოხალში.

13. ტკბილ რძის პროდუქტებში მინიმალური ოდენობითაა კალციუმი. ამიტომაც, შეიძინეთ ბავშვებისთვის ბუნებრივი რძე და მაწონი ყოველგვარი დანამატების გარეშე.

14. მშობელი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია შვილებისთვის. ამიტომაც, აკონტროლეთ საკუთარი საკვები რაციონი, რას მიირთმევთ დღის განმავლობაში, შესაბამისად, პატარებიც დაგაკვირდებიან და მოგბაძავენ.

15. ჩვეული დესერტი ჩაანაცვლეთ სხვა რამით. რამდენჯერ შემითავაზებია ჩემი შვილებისთვის, სასარგებლო სადილის ნაცვლად ტკბილეული. ექიმები გვირჩევენ, ტკბილეული ხილით ჩავანაცვლოთ - ასეთ შემთხვევაში პატარებს არ ექნებათ ტკბილი დასასრულის იმედი და დროთა განმავლობაში, შეეჩვევიან ჯანსაღი ალტერნატივის არჩევას.

წარმატებები!

ანიკა

მსგავსი ბლოგები