ბლოგი:
სექტემბერი 19, 2016
ავტორი Anika
სათაური ჩემთვის საკმაოდ არასასურველად ჟღერს, ვინაიდან ცხოვრების ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაქვს სურვილი და ვერც წარმომიდგენია დილამ ყავის სურნელის გარეშე იარსებოს. ჩემ მსგავსად, უამრავი ადამიანისთვის გამოფხიზლების ერთადერთი უტყუარი გზა კოფეიანია, არ აქვს მნიშვნელობა დღის რომელ მონაკვეთზე ვსაუბრობთ. დიდი რაოდენობით კოფეინი კი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, ამიტომაც, რიგ შემთხვევებში, გამოფხილზების საჭირობა როცა დადგება, ალტერნატიულ მეთოდებსაც თუ მივმართავთ, ამით ჩვენი ორგანიზმი ფრიად კმაყოფილი დარჩება. მაინც, რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ?
- გადავწიოთ ფარდები და ოთახში მაქსიმალურად შემოვუშვათ მზის სხივები. ის ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში დაეხმარება, რომელიც თავის მხრივ, სეროტონინის ჰორმონის დონეს მაღლა ასწევს - ეს უკანასკნელი დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობაზე, ღამით კი ჩანიძებაში გვეხმარება. კომპიუტერთან მუშაობისას მარტივად შეგიძლიათ დროებით შეწყვიტოთ სამუშაო, ადგეთ, გახვიდეთ სუფთა ჰაერზე, 10-15 წუთი ფეხით გაიაროთ და ნახავთ, როგორ ადვილად დაგიბრუნდებათ ენერგია.
- დილაადრიანად გამოფხიზლებაში, კოფეინის ნაცვლად, კონტრასტული შხაპი დაგეხმარებათ. ჯერ მიიღეთ თქვენთვის სასიამოვნო ტემპერატურის წყლით შხაპი, შემდეგ კი რამდენიმე წამი ცივი ნაკადი გამოუშვით - ორგანიზმი და ტვინი სწრაფად გამოფხიზლდებიან.
- დალიეთ წყალი. წყალი, წყალი და კიდევ ერთხელ წყალი. თქვენ უკვე იცით, რომ გაუწყლოვანების დროს ტვინს ჟანგბადის მიწოდება ეზღუდება, ჩვენ კი ამ დროს თავს დაღლილად და უსიცოცხლოდ ვგრძნობთ. თუ ასეთ დროს 1-2 ჭიქა წყალს მიიღებთ და ორგანიზმს წყლის ბალანსის აღდგენაში დაეხმარებით, მალევე იგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის დაბრუნებას.
- იმოძრავეთ მეტი. ზოგადად, რეგულარული ფიზიკური აქტივობა ნერვულ სისტემაზე რომ დადებითად აისახება, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ამ დროს ენერგია იმატებს, დაღლილობა და მოღუშული განწყობა კი მომენტალურად ქრება. ამიტომაც, თუ თქვენ ყოველდღიურად ჩვევას გამოიმუშავებთ და სადილის შემდეგ აუცილებლად ფეხით გაივლით 20-30 წუთის განმავლობაში, ეს დღის განმავლობაში ენერგიას შეგინარჩუნებთ და სამსახურის შემდეგ სახლში დაქანცული აღარ დაბრუნდებით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა