ბლოგი:
მარტი 16, 2014
ავტორი Anika
დღეისთვის, თმის მოვლის საშუალებების არჩევანი იმდენად დიდია, რომ ხშირ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება, და მით უმეტეს, სწორი არჩევანის, საკმაოდ რთულია. შამპუნები, ბალზამები, კონდიციონერები, თმის ნიღბები და ვინ მოთვლის რა რაოდენობის და ნაირსახეობის ზეთები, სპრეები და გელები. მოკლედ, თახსატეხი საჭიროზე მეტია, თუმცა რამდენად შედეგი ამართლებს გაკეთებულ არჩევანს თუ გადახდილ თანხას, ეს ცალკე საკითხია. არადა მოვლის საშუალებების გარეშეც ძნელია დღევანდელ რეალობაში, როცა მუდმივად გაქვს საჭიროება იმისა, რომ თმა უფრო დამყოლი, დატენიანებული და ჯანსაღი გახადო, ხაზი გაუსხვა თმის ფერს ან საერთოდაც ოდნავ ღია შეფერილობა მიანიჭო მას. ჩვენი დედების თაობისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსგავსი ტიპის საზრუნავს ძმრის სავლები აგვარებს, სახლის პირობებში, მინიმალური ძალისხმევით და დანახარჯებით.
როგორ მოვამზადოთ ძმრის სავლები? - ავიღოთ ჩვეულებრივი სუფრის ან ვაშლის ძმარი შემდეგი პროპორციით 2 სუფრის კოვზი ერთ ლიტრ წყალზე. ამ სავლების მოქმედებას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, თუ მას შემდეგ კომპონენტებს დავუმატებთ:
- რამდენიმე წვეთ ფორთოხლის ან ლიმონის წვენს - ეს თმას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს;
- 1 ჩაის კოვზი როზმარინის (მუქი ფერის თმისთვის) ან გვირილის (ღია ფერის თმისთვის) ნაყენს, რომელიც თმის ბუნებრივ თუ შეღებილ ფერს გააძლიერებს და მბზინვარებას მიანიჭებს მას;
- თითო- თითო ჩაის კოვზ შვიტას, სალბის და ქონდარის ნაყენი თმის ცხიმიანობს დაარეგულირებს;
- 2 ჩაის კოვზ ბირკავას ნაყენი კი პირიქით, მშრალ და მსხვრევა თმას დაატენიანებს;
- ჭინჭრის ფოთლის ნაყენი კი ქერტლისგან და უსიამოვნო ქავილისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
როგორ უნდა მოვამზადოთ ზემოთ ჩამოთვლილი ნაყენები? პრინციპი ერთია - 150 მილილიტრ მდუღარე წყალს ვასხამთ მითითებულ მცენარეებს და 15 წუთის შემდეგ მარლით გადავწურავთ.
ახლა თმის ნიღბებს რაც შეეხება, რომლებიც სუფრის ან ვაშლის ძმრის გამოყენებით მზადდება. ვიდრე რომელიმე ნიღაბს გაიკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ თმა კარგა უნდა გამოივარცხნოთ, ხოლო ნიღაბი კი ნელთბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ.
თუ თქვენ თმის დატენიანება გსურთ, მაშინ შემდეგი ნიღაბი გამოგადგებათ: 1 ჩაის კოვზ ძმარს ვამატებთ 1 სუფრის კოვზ თაფლს და 3 წვეთ ნემსიწვერას ეთერზეთს. ამ ყველაფერს გავხსნით 100 მილილიტრ თბილ წყალში. ნიღაბს გავიჩერებთ ნახევარი საათი. ასეთი ნიღბის გამოყენება კვირაში 1-2 ჯერ არის შესაძლებელი.
მათ, ვისაც თმის ცვენა აწუხებს: 1 ჩაის კოვზ ძმარს დავამატოთ ოდნავ შემთბარი 1 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი ცხიმიანი კეფირი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ, წავისვათ და 30 წუთი გავიჩეროთ. ამ პროცედურის ჩატარებაც კვირაში 1-2 ჯერ არის შესაძლებელი.
თმის სიგრძეში ზრდას რომ შეუწყოთ ხელი: ვიღებთ 100 მლ. ძმარს, ვამატებთ 10 წვეთ სალბის ზეთს და 100 მლ. წყალს. ამ ნიღაბს თმაზე 30 წუთი გავიჩერებთ. მისი გამოყენება კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა