We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გამოვიყენოთ საცხობი სოდა თავის მოვლის პროცედურებში

_from blog_:
_March_ 18, 2015
_by_ Anika
საცხობი სოდა რომ ნებისმიერ ოჯახში მოიპოვება, ამაზე არავინ შემედავება. გემრიელი და არომატული ნამცხვრების და კექსების გამოცხობის გარდა, ეს ინგრედიენტი მაცივარში არასასიამოვნო, სპეციფიური სურნელის გასაქრობადაც გამოიყენება, იცოდით: სოდის ყუთს ათავსებთ მაცივარში და ისიც რუდუნებით იწოვს ყოველგვარ უსიამოვნო ოდორს, აი ასე. თუმცა, დღევანდელ პოსტში სულ სხვა რამეზე ვისაუბრებთ: დღეს მოგიყვებით სოდის გამოყენების სხვადასხვა მეთოდებზე, რისი მეშვეობითაც კანის, თმის გაჯანსაღება და გალამაზება იქნება შესაძლებელი.

სისტემატურად გამოყენებული თმის მუსების, ლაქის თუ სტაილინგისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალებები თმაზე თავის ნაკვალევს ტოვებენ: თქვენი თმა შედეგად შესაძლოა უსიცოცხლო და "დატკეპნილი" გამოჩნდეს. ამიტომაც, პერიოდულად შხაპის მიღებისას, თქვენს შამპუნში თუ ნახევარ ან ერთ ჩაის კოვზ სოდას გაურევთ, თმა გაცილებით დამყოლი და მბზინვარე გახდება. ჩამობანის პრობლემა ნამდვილად არ გექნებათ, საკუთარი გამოცდილებით გარწმუნებთ.

hair-brush-cleaner-400x400

თქვენი თმის სავარცხლების არტილერიას კარგად თუ შეისწავლით, აღმოაჩენთ, რომ ძირებში და ღერის სიგრძეზეც სხვადასხვა მოვლის საშუალებების ნაკლებად შესამჩნევი ნარჩენებია დაგროვილი. მათ გასასუფთავებლად და მოსაწესრიგებლად ასე ვიქცევით: თბილი წყლით სავსე ჯამში ვყრით 1 ჩაის კოვზ სოდას და 20 წუთით ვათავსებთ სავარცხლებს ამ წყალში. შემდეგ, ონკანის წყალში კარგად გავავლებთ, გავაშრობთ და გვექნება იდეალურად გაწმენდილი სავარცხელი.

baking-soda-face-scrub-400x400

საცხობი სოდისგან ძალიან მარტივად შეგვიძლია დავამზადოთ სახის ან ტანის სქრაბი. ამისთვის სოდის წყალში გაზავება დაგვჭირდება შემდეგი პროპორციით: სოდა/წყალი 3/1-ზე, მარტივად შევიზელთ კანზე წრიული მოძრაობებით და შემდეგ თბილისი წყლით ჩამოვიბანთ. იგივე პროპორციით მომზადებული სქრაბით შეგვიძლია ტანის დაბანაც, კვირაში ერთხელ.

fake-tan-remover-400x400

თუ თქვენ პერიოდულად ხელოვნური რუჯის პროდუქტებს იყენებთ, მაშინ ასეთი საშუალებების ნარჩენები კანზე რომ არ აჭრელდეს და თქვენც თეთრ-ყვითელ-კაკაოსფერი სასაცილო შეფერილობა არ დაგრჩეთ კანზე, ამისთვის ზემოთნახსენები პროპორციით მომზადებული სოდის სქრაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნურად გარუჯულ მონაკვეთებზე.

itchy-skin-reliever-400x400

ზამთრის შემდეგ გამომშრალი კანით გამოწვეული დისკომფორტის გასაქრობად, წყლით სავსე აბაზანაში შეგიძლიათ ნახევარი ჭიწა საცხობი სოდა ჩაყაროთ, შედეგად თქვენი კანი გაცილებით რბილი და ხავერდოვანი გახდება.

სასიამოვნო კვირას გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_