We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გამოვიყენოთ სეზონური ხილი - ბროწეული

_from blog_:
_June_ 28, 2018
_by_ Anika
სექტემბრიდან თებერვლამდე იდეალური პერიოდია ბროწეულის მისაღებად - ეს ბროწეულის სეზონია და ვინაიდან კონკრეტული ხილის თუ ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შესარგებად სწორედ მისი ყვავილობის სეზონია იდეალური, ამდენად, გამოვიყენოთ ეს დრო სუპერსასარგებლო ბროწეულისგან სარგებლის მისაღებად. A, C, E ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, მინერალებით, უჯრედისით მდიდარი ეს ხილი სამჯერ მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე ამ მხრივ სახელგანთქმული მწვანე ჩაის ფოთლები. მე პირადად, ბროწეული თავისი უნიკალური თვისებების გარდა, მისი საოცარი არომატის და გემოს გამოც ძალიან მიყვარს.

ბროწეულის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ რაც უფრო მოოთხკუთხედო ფორმისაა ხილი, მით უფრო სასურველი და სასარგებლოა და რაც უფრო მუქია მისი კანი, მით უფრო ტკბილია შიგნით ხილი. საშუალოდ, 175 გრამ ბროწეულის მარცვალზე 7 გრ. უჯრედისი, 3 გრამი ცილა, C ვიტამინის დღიური რეკომენდებული დოხის 30%, K ვიტამინის დოზის 36% და კალიუმია 12% მოდის და ის მხოლოდ 144 კკალ-ს შეიცავს. ამას გარდა:

- ბროწეულს ძლიერი ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, რის გამოც მას ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დისკომფორტის დროს: ანტიოქსიდანტების მაღალი კონცენტრაციის გამო, მას დადებითი დამცავი ეფექტი აქვს სხვადასხვა გასტრალური პრობლემების საპრევენციოდ.

Still_1_Cut_Juice_Pomegranate

- უჯრედისის მაღალი შემცველობის და მცირე ოდენობით კალორიების გამო, ის იდეალური არჩევანია წონაში კლების თუ წონის შენარჩუნების პროცესში.

- ბროწეულში შემავალი უნიკალური მჟავა დადებით გავლენას ახდენს ქოლესტერინის დონეზე და არეგულირებს არტერიულ წნევას.

_OTHER BLOGPOSTS_