წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გამოვიყენოთ თაფლი თმის, კანის და ფრჩხილების სილამაზისთვის

ბლოგი:
სექტემბერი 18, 2014
ავტორი Anika
თაფლის ნამცხვარი უგემრიელესია,  მოხალული ნიგოზი თაფლით და ზედ მიყოლებული არომატული მწვანე ჩაი ხომ საერთოდ ნეტარებაა. თუმცა, თაფლით მიღებული სიამტკბილობა საკმაოდ კალორიული რამეა. ამიტომაც, გთავაზობთ, ცოტა კალორიები გამოვიზოგოთ და თაფლი უფრო რაციონალურად და არანაკლებ ეფექტიანად გამოვიყენოთ ისე, რომ ამით ჩვენმა თმამ, კანმა და ფრჩხილებმა დიდი სარგებელი მიიღონ. ახლავე მოგახსენებთ როგორ:

  1. თაფლი შეგვიძლია სახის კანის დასატენიანებლად გამოვიყენოთ. მას უნიკალური უნარი აქვს, ჰაერიდან აღებული ტენიანობა მიაწოდოს კანს და ხელი შეუწყოს კანის სიღრმეში ჰიდრადაციის დიდი ხნით შენარჩუნებას. ამიტომაც, აიღეთ თაფლი, გადაიწვით დაბანილ და გასუფთავებულ სახის კანზე და 15-20 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.

  2. თაფლი მის შემადგენლობაში არსებული ენზიმების წყალობით არაჩველებრივია კანის ფორების გასაწმენდად. ამას გარდა, თაფლის, ჟოჟობას ან ქოქოსის ზეთის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, შესაძლებელია გამონაყარის პრევენციაც მოვახდინოთ. 1 ს.კ. თაფლი ავურიოთ 2 ს.კ. ჟოჟობას ან ქოქოსის ზეთთან ერთად და წრიული მოძრაობებით შევიზილოთ მშრალ და გაწმენდილ კანზე. ჩამოვიბანოთ ნელთბილი წყლით.

  3. თუ თაფლს სოდასთან ერთად ავურევთ, მაშინ კანის ექსფოლიაციისთვის იდეალურ პროდუქტს მივიღებთ - ეს ნაზავი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების გაჩენას. ვიღებთ 2 ს.კ თაფლს და ავურევთ 1 ს.კ. სოდასთან ერთად, სახეს წყლით დავისველებთ და ამ ნაზავს ნელ-ნელა შევიზელთ კანზე წრიული მოძრაობებით. ბოლოს, ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ.

  4. ნატურალური თაფლი შეგვიძლია ფრჩხილების გასაჯანსაღებლადაც გამოვიყენთ. ვიღებთ 1 ს.კ. თაფლს და ავურევთ 1 ს.კ. ვაშლის ძმართან და 1 ს.კ. ქოქოსის ზეთთან. მიღებულ მასას გადავისვამთ ფრჩხილების ნუნებზე და 10 წუთით დავიტოვებთ, შემდეგ თბილისი წყლით ჩამოვიბანთ.

  5. თაფლი იდეალურად კვებავს და მბზინვარებას ანიჭებს დაღლილ თმას.  1 სუფრის კოვზ თაფლს თუ 2 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს შევურევთ და მიღებულ მასას თმის  ღერებზე გადავისვამთ (ძირებში არა),  ასე თმას კარგად გამოვკვებავთ კიდეც და მბზინვარებასაც მივანიჭებთ. ასეთი ნიღაბი 20 წუთი უნდა გავიჩეროთ.

  6. ძალიან მარტივად შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი თაფლი შეურიოთ თქვენს შამპუნს და ისე დაიბანოთ თმა - თმა ტენიანობას უფრო მეტ ხანს შეინარჩუნებს და თმის ძირებიც უკეთეს კვებას მიიღებენ.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები