წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გამოვიყენოთ თვალის კორექტორი

ბლოგი:
მარტი 29, 2014
ავტორი Anika
სახის კანის იდეალურ მდგომარეობაში მოყვანა, ალბათ, ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა, ვინაიდან ძნელია დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სრულყოფილად გამოძინებული იყო, კვების რეჟიმი დაბალანსებული გქონდეს, სითხეს საჭირო რაოდენობით იღებდე და ამასთან ერთად, სტრესული სიტუაციებისგანაც თავისუფალი იყო. ზემოთჩამოთვლილი წინაპირობებიდან ყკლებლივ ყველას დაკმაყოფილება ნამდვილად რთული საქმეა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, დანარჩენს კი კოსმეტიკური საშუალებებით მივხედოთ. სწორედ, ასეთი “დაურეგულირებელი” სიტუაციებისთვის გვჭირდება თვალის კორექტორი - ნივთი, რომელიც გამოუვალ მდგომარეობებში გვისხნის და რომელიც ნებისმიერი ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა არსებობდეს.

კორექტორის/კონსილერის დანიშნულება ალბათ, ყველამ ვიცით - ეს კოსმეტიკური საშუალება კანზე არსებული ნაკლოვანებების შენიღბვაში გვეხმარება: მისი მეშვეობით გამონაყარი, ჩაშავებული თვალის უპეები, პიმენტური ლაქები აბსოლუტურად მოგვარებადი პრობლემებია. თუმცა, კორექტორის/კონსილერის შერჩევისას ყურადღება გვმართებს, ვინაიდან თუ კონკრეტული კორექტორის კონსისტენცია ან ტონალობა ჩვენი სახის კანისას არ შეეფერება, მან შესაძლოა პირიქით, ხაზი გაუსვას კანის ნაკლოვანებებს.

elle-ysl-concealer-xln

პროფესიონალების თქმით, უძილობის შედეგების შესანიღბად კრემოვანი ტექსტურის კონსილერია შესაფერისი: ის ნაკლოვანებებსაც დაფარავს და თვალის ირგვლივ კანსაც დაატენიანებს. ჩაშავებული უპეების დასაფარად ღია ტონალობის კონსილერი გვჭირდება, ხოლო შეშუპებულ უპეებს რაც შეეხება, აქ ცოტა განსხვავებული წესი მოქმედებს: როგორც ვიზაჟისტები გვარწმუნებენ, ღია ფერის კორექტორი ასეთ უპეებზე არ გამოიყენება. კონკრეტული მონაკვეთის გაღიავებისას ეს მონაკვეთი ვიზუალურად უფრო ამობურცული ხდება, შეშუპების დროს კი პირიქით, მისი შენიღბვა გვჭირდება. ამიტომაც, კორექტორი შეშუპების ქვედა ზონაზე უნდა გადავისვათ: ვინაიდან სახეს შუქი ზემოდან ქვედა მიმართულებით ადგება, შეშუპების მიერ შექმნილი ჩრდილი უნდა დავფაროთ.

elle-estee-lauder-concealer-xln

ზოგიერთ ქალს თვალის უპეებზე ჩაშავებაც აქვს და შეშუპებაც, ასეთ შემთხვევაში ვიზაჟისტების შემდეგ რჩევებს გვაძლევენ:

  • თვალების ირგვლიც მცირე რაოდენობის კორექტორს ვისვამთ;

  • ტონალურ კრემს ვისვამთ მთელ სახეზე;

  • ძალიან ცოტა რაოდენობით ღია ტონალობის კონსილერი წავისვათ შეშუპების ქვედა მონაკვეთზე და კარგად გადავინაწილოთ;

  • და ბოლოს, მაკიაჟის დასაფიქსირებლად ძალიან თხლად გადავისვათ პუდრა.


ჩაშავებული უპეების დასაფარად ქალები ხშირად მოყვითალო ფერის კორექტორს იყენებენ, თუმცა, როგორც წესი, ჩაშავებული უპეები მოლურჯო-მოყავისფრო ტონალობას იკრავს და როდესაც მასზე მოყვითალო ფერს ვისვამთ, საბოლოო ჯამში მომწვანო შეფერილობას ვიღებთ - ნამდვილად არ არის სასურველი შედეგი. ამიტომაც, უმჯობესია ატმისფერი ტონალობის კონსილერი შევარჩიოთ, რომელიც გაცილებით ეფექტურად შენიღბავს ჩვენს ჩაშავებებს. ვიზაჟისტების ძირითადი წესია ასეთია: ღია კანის შემთვევაში მოყვითალო კორექტორს ვიყენებთ, ხოლო შავგვრემანი ქალები კი მოოქროსფრო-მოატმისფრო შეფერილობისას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები