ბლოგი:
იანვარი 22, 2016
ავტორი Anika
ყავა, "ელექსირი ჩვენი არსობისა", როგორც ხუმრობით მოვიხსენიებ ხოლმე, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თქვენს მსგავსად, ყავას მეც წმინდა გასტრონომიულ-გამაცოცხლებელი ეფექტით მოვიხმარ. ბევრ თქვენგანს შესაძლოა, დაფქული ყავის მარცვლების მასაჟი გამოცდილი ქონდეს, თუმცა ამ პროცედურის გარდა, ყავას არაერთი სხვა სასარგებლო და საკმაოდ ეფექტიანი გამოყენება აქვს თავის მოვლის რუტინაში.
1. მსუბუქი ამქერცლავი თვისების გამო, ყავას კანისთვის მბზინვარების, უფრო ნათელი ფერის მინიჭება შეუძლია. 1/2 ჭიქა დაფქულ ყავის მარცვალს იმავე რაოდენობის კაკაოს ფხვნილში აურევთ, დავუმატებთ 1 ჭიქა რძეს (რძე ამქერცლავ ენზიმებს შეიცავს) და კარგად მოვურევთ, ვიდრე კრემისებურ მასას არ მივიღებთ. დავუმატებთ 1 სუფრის კოვზ თაფლს (ის ტენიანობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება). შევიზელთ გაწმენდილ სახის კანზე და 15 წუთით გავიტოვებთ, სანამ კარგად არ გაშრება. ჩამოვიბანთ ნელთბილი წყლით.
2. თუ ყავას სისტემატურად თმის მოსავლელად გამოვიყენებთ, ასეთ შემთხვევაში თმის ძირებს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში, ხოლო თმის ღერს ზრდაში დავეხმარებით. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ ასეთი პროცედურა ჩაიტაროთ: ერთი მუჭა დაფქულ ყავას ტრადიციულ ზომაზე მეტი რაოდენობის თმის კონდიციონერში შევურევთ და სკალპზე მასაჟის მოძრაობებით ნელ-ნელა შევიზელთ თმის ძირებში - ასე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს. 5 წუთი დავაცდით და შემდეგ ჩამოვიბანთ.
3. ყავას მისთვის დამახასიათებელი ანთებისსაწინააღმდეგო თვისებების წყალობით, სიწითლის შემსუბუქება შეუძლია, ხოლო ყავის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტები კი ულტრაიისფერი სხივების შედეგად გამოწვეულ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. აპარატში მოხარშულ ერთ ფინჯან ყავას გავხსნით ცოტა ცივ წყალში, ამ სითხეში დავალბობთ ნაზ ქსოვილს და მზის დამწვრობით დაზიანებულ ადგილებზე დავიდებთ. მომენტალურად იგრძნობთ სიგრილეს კანზე.
4. კოფეინი თვალის უპეებიდან სითხის გამოდევნაში გვეხმარება (სწორედ ეს სითხე იწვევს შეშუპებულ უპეებს) და სისხლძარღვების შევიწროვებას უწყობს ხელს. მარტივად შეგვიძლია გაგრილებულ ფინჯან ყავაში ორი კოსმეტიკური ბამბა ჩავალბოთ, გავწუროთ მსუბუქად და დახუჭულ თვალებზე დავიდოთ. 10 წუთით რელაქსაციის მდგომარეობას შეგიძლიათ მიეცეთ - ამ დროის განმავლობაში კანი სითხის სრულად შეწოვას მოახერხებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა