We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გავამყაროთ საკუთარ შვილებთან კავშირი

_from blog_:
_June_ 22, 2017
_by_ Anika
განსაკუთრებულ აღნიშვნას არ დავიწყებ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის მშობელთან კავშირი და რა როლს ასრულებს ის მათ ცხოვრებაში. ეს კავშირი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს მყარდება და მთელი ცხოვრება გრძელდება, ამიტომაც მშობლებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ბავშვების აღზრდაზე მიმართული ენერგია და ძალები მაქსიმალურად დადებითი და სასარგებლო იქნება მათი შვილებისთვის.

დღევანდელ პოსტში ბავშვთა ფსიქოლოგების ის რჩევები მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც ამ კავშირის გამყარებაში, გაძლიერებაში და ორივე მხარისთვის მაქსიმალური დადებითის მოტანაში დაგვეხმარება.

1. ხშირად გადავუხადოთ "მადლობა". არ აქვს ბავშვის ასაკს მნიშვნელობა - როცა მას გარკვეული საქციელისთვის მადლობას ვუხდით, ეს მის მეხსიერებაში აისახება როგორც კარგი საქციელი, რის სანაცვლოდაც მადლიერების გრძნობა მიიღო.

2. ჩართეთ ის საქველმოქმედო საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოცულობის თუ ტიპის ქველმოქმედება შეიძლება იყოს - ყველაზე მარტივად ინტერნეტის მეშვეობითაც შეგიძლიათ სოციალურად დაუცველ ან სამედიცინო მკურნალობის საჭიროების მქონე ბავშვებს დაეხმაროთ, წაიკითხოთ ერთად ბავშვის ისტორია, გადარიცხოთ თანხა და შემდეგ მოგვიანებით წააკითხოთ მას, თუ როგორ შეიცვალა ბავშვის ცხოვრება ამ ყველაფრის შემდეგ.

3. ერთად დასახეთ მიზანი ან მიზნები. თუ მას რამე არ გამოსდის, დასახეთ ერთად მიზანი და დაეხმარეთ მის მიღწევაში.

4. შეცდომისას, აუცილებლად მოუხადეთ ბოდიში. ბოდიშის მოხდით ბავშვის მიმართ პატივისცემას გამოხატავთ და ის ხვდება, რომ თქვენც შეიძლება შეცდომა დაუშვათ და კონკრეტულ სიტუაციაში არ იყოთ მართალი. საკუთარი დანაშაულის აღიარების გამო ბავშვს თქვენს მიმართ მეტი პატივისცემა გაუჩნდება.

5.

_OTHER BLOGPOSTS_