ბლოგი:
სექტემბერი 10, 2016
ავტორი Anika
ჩემს მეგობარ სოფოს სასტიკად არ უყვარს ზაფხულთან გამომშვიდობება: როგორც კი სექტემბერი მოაკაკუნებს, მზის სხივები ნელ-ნელა სიძლიერის დაკარგვას იწყებენ, დღე კლებულობს, დილის ნიავი სულ უფრო მეტად გრილია და სახლიდან გასვლისას ყვითელ-წითელი ფოთლების კორიანტელი მოგყვება - ეს ყველაფერი მას ცუდ განწყობაზე აყენებს. სოფოსნაირად გარდამავალი სეზონი უამრავი ადამიანისთვისაა უსიამოვნო, რუხი და უღიმღამო, იმატებს დეპრესიული განწყობის შანსებიც. რას გვირჩევენ სპეციალისტები საიმისოდ, რომ ეს სენსიტიური პერიოდი მინიმალურად პრობლემურად გადავაგოროთ - დღევანდელ პოსტში ამაზე ვისაუბრებთ.
რა მოვიმოქმედოთ მზის სხივების კლებით, დღის ხანგრძლივობის დამოკლებით გამოწვეული ცუდი გუნება-განწყობის და დეპრესიის საპრევენციოდ? უპირველეს ყოვლისა, არ ვიფიქროთ მუდმივად იმაზე, რომ ცუდ ხასიათზე ვართ. მაქსიმალურად მეტი პოზიტიური ფიქრი. ამას გარდა, ექიმები ვიტამინების მიღებას და ფიზიკურ აქტივობებს გვირჩევენ. ჰაერზე სეირნობა ყველაზე იდეალური არჩევანია, თუმცა თუ სპორტული დარბაზი გირჩევნიათ, არც ეგ არის ცუდი ალტერნატივა - მინიმუმ 30 წუთიანი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში.
დღის სინათლის რიტმის დარღვევის გამო, ორგანიზმი დაბნეულობაში ვარდება და განიცდის ერთგვარ სტრესს. ამას შედეგად მოსდევს უხასიათობა, ძილიანობა და დაღლილობის შეგრძნება. დილით გაღვიძებისთანავე საშუალოდ 10-ჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ - ეს გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ. რამდენიმეწუთიან იოგას ასანებს თუ შეასრულებთ, იდეალური იქნებოდა-სისხლის მიმოქცევაც სწრაფად გამოცოცხლდებოდ, სისხლი ჟანგბადს მალევე მიაწვდიდა ორგანიზმში უჯრედებს, ერთი ფინჯანი ტკბილი ჩაი კი გლუკოზის დახმარებით ტვინის ფუნქციონირებას გააქტიურებდა.
ექიმების თქმით, სიფხიზლე და კარგი განწყობა გარკვეულწილად ლიმფის მოძრაობაზეც არის დამოკიდებული. ვინაიდან ლიმფა სისხლძარღვებსა და კაპილარებში კუნთების შეკუმშვის გზით გადაადგილდება და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს, ამდენად, კარგი იქნება ლიმფის დინების სტიმულირება მასაჟის მეშვეობით: შხაპის მიღებისას, ქვემოდან ზედა მიმართულებით დაიზილეთ სხეული, ტერფებიდან თეძოებამდე, ხელის მტევნიდან მხრაბამდე, წელიდან ყელის მიმართულებით.
ვინაიდან ამ დროს ორგანიზმი "ზამთრის მარაგის" კეთებას იწყებს და ცხიმის დაგროვებითაა დაკავებული, ამდენად, სწორედ ამ დროს მოგვეძალება ხოლმე განსაკუთრებული შიმშილის და მუდმივად სუსნაობის შეგრძნება, ბევრს კი (ჩემ მსგავსად) კუჭ-ნაწლავის გართულებები ეწყება. ამიტომაც, ამ დროს კარგი იქნება მარილიანი, ცხარე, მლაშე, ზედმეტად ცხიმიანი საკვების და გაზიანი სასმელების მინიმუმამდე დაყვანა. მიირთვით ხშირ-ხშირად, მცირე ულუფებით, მაქსიმალურად მოხარშული, ორთქლზე მომზადებული, გრილზე გამომცხვარი საკვები. ასევე, კარგი იქნება, დღის განმავლობაში მცირე რაოდენობით ნუში და ხილის ჩირის მირთმევა - ისინი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით მოამარაგებენ ორგანიზმს, დიდი ხნით დაგანაყრებენ და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებაზეც დადებითად აისახება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა