წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი მაკიაჟის მეშვეობით

ბლოგი:
ივნისი 30, 2017
ავტორი Anika
აბა, გონებაში გადათვალეთ, რამდენ რამეს ვაკეთებთ ახალგაზრდული წლების და იერის შესანარჩუნებლად და მაქსიმალურად გასახანგრძლივებლად: ვცდილობთ ჯანსაღად ვიკვებოთ, ვივარჯიშოთ, დილით და საღამოს კარგად გავიწმინდოთ კანი, დავიტენიანოთ, ვიყენებთ ათასგვარ შრატებს, ნიღბებს, პილინგებს, სქრაბებს, არც ინექციებისთვის და აპარატული პროცედურებისთვის ვიზოგავთ თავს. ეს ყველაფერი ჯამში საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა, მათ გარდა, არსებობს ისეთი უმტკივნეული და მარტივი მანიპულაციებიც, რომლებიც უფრო მარტივად გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში - მაგალითად, მაკიაჟის და თმის ფერისა და სტილის გონივრულად შერჩევა.

1. თავი შევიკავოთ მბზინავი მაკიაჟის გამოყენებისგან - მბზინავი პიგმენტები ყველაზე წვრილ ნაოჭებშიც კარგად ღწევს და მათ არსებობას ხაზს უსვამს. ამიტომაც, როცა საქმე თვალის ჩრდილს ეხება, უმჯობესია სადა ვარიანტს თუ შეარჩევთ, ყოველგვარი მბზინავების გარეშე.

2. სინათლის არეკლვის ეფექტის მქონე ტონალური საცხები იდეალური არჩევანია სახისთვის ერთგვაროვანი ფერის და ახალგაზრდული იერის მისანიჭებლად.

use-blush-to-your-advantage

3. აპრეხილი წამწამები თვალებს ხსნის და ვიზუალურად უფრო დიდს და მეტყველს ხდის. ამისთვის სპეციალური წამწამების ასაპრეხი შეგიძლიათ გამოიყენოთ ან მსგავსი ეფექტის მქონე ტუში.

4. თეთრი აილაინერი თვალებისთვის - შავი და მუქი ფერის თვალის ფანქრის ნაცვლად, თვალის ქვედა ქუთუთოზე თეთრ აილაინერს თუ გადავისვამთ, ასე ჩვენს თვალებს მეტ ნათელს და სიცოცხლეს მივანიჭებთ.

5. არ დაგვავიწყდეს კანის სათანადოდ დატენიანება მაკიაჟის წასმამდე. ტუჩების ზონაც არ უნდა გამოგვრჩეს, ვინაიდან ასაკის პირველი ნიშნები სწორედ რო ამ ზონას ეტყობა ყველაზე გამოკვეთილად - პომადის წასმამდე აუცილებლად გადაისვით ხოლმე დამატენიანებელი ბალზამი.

6.

მსგავსი ბლოგები