1. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, სტრესი დავარეგულიროთ და შეძლებისდაგვარად შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი განვითარება. რჩევის სახით მარტივია, გეთანხმებით, შესასრულებლად კი არც თუ ისე. მაგრამ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი ისე არ აზიანებს და ასუსტებს ჩვენს იმუნიტეტს და ორგანიზმს, როგორც სტრესი, ასეთ მდგომარეობაში კი ორგანიზმს უძნელდება სხვადასხვა ბაქტერიებთან და ავადობებთან გამკლავება.
2. ძილი ჩემი მუდმივი სატკივარია. ძილის უკმარისობა ყველგან და ყოველთვის მახსენებს თავს და მომენტალურად აისახება არამხოლოდ ჩემს მხნეობაზე და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არამედ კანზეც. ამიტომაც, მაქსიმალურად ვცდილობ, 23.00 საათისთვის საწოლში ვიყო საიმისოდ, რომ მომდევნო დღის 7.00 საათისთვის დაწყებას მომზადებული შევხვდე.
3. შეზღუდეთ ალკოჰოლის მიღება. კვირაში ერთხელ ჭიქა ღვინოს მირთმევა რასაკვირველია, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს თქვენს ჯანმრთელობას, მაგრამ თუ ალკოჰოლს სისტემატურად სვამთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს შეუშლის სისხლის თეთრ უჯრედებს მავნე ბაქტერიებთან გამკლავებაში. ამას გარდა, ალკოჰოლის სისტემატურად მოხმარების შედეგად, შესაძლოა ქსოვილების დაზიანება მოხდეს და აქედან გამომდინარე, ანთებითი პროცესების გამო ორგანიზმს გაუჭირდეს ვირუსებთან გამკლავება.
4. შეეცადეთ, გამონახოთ დრო და ივარჯიშოთ - სისტემატური ვარჯიში სხეულის ფორმების გალამაზების გარდა, იმუნიტეტის გაძლიერების ერთ-ერთი წინაპირობაა.
5. იკვებეთ დაბალანსებულად და შეზღუდეთ შაქრიანი პროდუქტების მიღება. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები აქვეითენებ მავნე ბაქტერიებთან ორგანიზმის გამკლავების უნარს.