ბლოგი:
დეკემბერი 11, 2012
ავტორი Anika
ახალი წლის, შობის, თოვლის და ზოგადად ზამთრის არდადეგებთან ასოცირებული სასიამოვნო შეგრძნებების მიუხედვად, ზამთარი მაინც წლის ყველაზე მძიმე დრო მგონია. მძიმე იმ თვალსაზრისით, რომ დღის სინათლის სიმცირის გამო, გარემოს და ცხოვრების რუტინას თითქოს ხალისი ეკარგება და ირგვლივ ყველაფერი ერთვაროვანი ხდება. თუმცა, ყველაზე “მტკივნეული” ზამთრის ცივ და ბნელ დილას მაინც გამოღვიძების პროცესია - დამეთანხმეთ, როცა ფანჯრებს მიღმა ჯერ კიდევ ოდნავსინათლეშერეული სიბნელეა და საათი კიდევ უკვე 8.30 გიჩვენებს, თბილი საბნიდან გამოძრომა საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის.
დღევანდელ პოსტში მინდა რამდენიმე ისეთი შხაპის გელი შემოგთავაზოთ, რომლებიც სწორედ ასეთ უჟმურ დილას გამოღვიძების და რაც მთავარია, სასიამოვნოდ გამოფხილების პროცესში დაგვეხმარება.
Aveda-ს ფირმის Energizing Body Cleanser იდეალური მატონიზირებული შხაპის გელია მათთვის, ვისაც პიტნის სიგრილის შეგრძნება სიამოვნებს. გამჭვირვალე და უფერული გელი მძაფრი სურნელით არ გამოირჩევა და ნოყიერად ქაფდება.
ნეროლის ზეთი, რომელიც მწარე ფორთოხლისგან მიიღება, ოდითგანვე ითვლებოდა სტრესის მოსახსნელ, დეპრესიის პირველ ნიშნებთან ბრძოლის და განწყობის ასამაღლებელ იდეალურ საშუალებად. სწორედ ნეროლის ზეთზე არის დამზადებული Tom Ford-ის შხაპის გელი Neroli Portofino, რომელიც ნამდვილად ვიცი, რომ ციტრუსის არომატის მოყვარულებს გულგრილს ვერ დატოვებს. ეს არომატი არამხოლოდ გამოფხიზლებაში გვეხმარება, არამედ მომენტალურად გვავსებს ენერგიით, მისი სურნელი კი იმდენად ძლიერია, რომ შხაპის მიღების შემდეგ თამამად შეგიძლიათ თქვათ უარი სუნამოს გამოყენებაზე.
მესამე პროდუქტი დილის “გამოსაფხიზლებელი” სერიიდან Jardins du Monde Grenade d'Espagne ფრანგულ კომპანია Yves Rocher-ს ეკუთვნის. ბროწეულის, მარაკუიას, პაპაიას და მანგოს ტროპიკულ ხილზე დამზადებული მსუბუქად არომატიზებული გელი იდეალურია მათთვის, ვისაც მძაფრი სურნელის საშუალებები არ უყვარს და უპირატესობას ნაზ არომათერაპიას ანიჭებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა