ბლოგი:
დეკემბერი 06, 2012
ავტორი Anika
სრულყოფილ მაკიაჟს რომ დრო და მოთმინება სჭირდება, კარგად მოგეხსენებათ. თუმცა, ამ ორ კომპონენტზე მნიშვნელოვანი მაინც ცოდნაა: იცოდე, რა ტიპის პროდუქტები გჭირდება და როგორ მოიხმარო ისინი.
რას ვაკეთებთ, როცა დრო თითქმის არ გვაქვს და სახლიდან მოუწესრიგებლად გასვლაც ყველაზე ნაკლებად სასურველი არჩევანია?! ვიკეთებთ “ექსპრეს მაკიაჟს” - სწრაფად და ეფექტურად!
სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა დღეს საუკეთესო ვიზაჟისტების რჩევები გაგიზიაროთ.
1 ეტაპი - მაკიაჟს ყოველთვის ვიწყებთ სახის და თვალის საცხის წასმით. თვალის ქვეშ არსებული სიშავეების შესანიღბად, რეკომენდირებულია ჯერ ვარდისფერი შეფერილობის კორექტორის წასმა და შემდეგ უკვე მოყვითალო შეფერილობის ე.წ. “შემნიღბავი საშუალების” გადასმა. ტონალური კრემის ფერის არჩევისას, უმჯობესია ისეთ ტონალობაზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც დღის შუქზე და განათებაზე შეუმჩნეველი იქნება. საყვარელი “რუმიანა” წაისვით მომღიმარ სახეზე - ასე, მარტივად, გაიღიმეთ და სანამ გაღიმებულ მდგომარეობაში იქნებით, გადაისვით ლოყებზე.
2 ეტაპი - გელის ტექსტურის თვალის ლაინერი/ფანქარი ძალიან კარგად აცოცხლებს გამოხედვას და მას უფრო ახალგაზრდულს და გახსნილს ხდის. ღია ფერის თვალის ჩრდილები შეგიძლიათ თვალზე სრულად გადაინაწილოთ, მუქი ფერის კი მხოლოდ თვალის გარეთა ნაწილზე წაისვათ. თუმცა, თვალის მაკიაჟში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი მაინც ტუშია - შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილ თვალის ჩრდილებზე და ლაინერზე უარი თქვათ, თუკი თქვენთვის შესაფერის ტუშს შეარჩევთ და მისი მეშვეობით თითოეულ წამწამს გულდასმით დაამუშავებთ.
3 ეტაპი - პომადის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფერი შევარჩიოთ, რომელიც უმაკიაჟო სახეს ყველაზე მეტად უხდება. თუ საღამოს რამე ღონისძიებაზე მიგეჩქარებათ, ასეთ შემთხვევაში, ღია ფერის პომადა რომელიმე მუქი ფერით (წითელი ან ბორდო) ჩაანაცვლეთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ თუ ტუჩის ფანქარს იყენებთ, ის 100%-ით უნდა ემთხვეოდეს პომადის ტონს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა