წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გავიკეთოთ სახის მასაჟი

ბლოგი:
ოქტომბერი 17, 2013
ავტორი Anika
ოდესმე თუ გიცდიათ კოსმეტოლოგიას კაბინეტს მიღმა გაგეკთებინათ სახის მასაჟი? მაგალითად, სახლში, საკუთარი ძალისხმევით. დარწმუნებული ვარ, ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს ერთეულები თუ გასცემენ. არადა, სახის მასაჟის შედეგად არამარტო კონკრეტული საცხის მოქმედების გაძლიერება, არამედ ნაოჭების შემცირება და სახის ოვალის აჭიმვაც შეგვიძლია. ამიტომაც, გადავწყვიტე დღევანდელ პოსტში პროფესიონალის მიერ რეკომენდირებული სახის მასაჟის ტექნიკები შემოგთავაზოთ.

244x323_0xc0a8393c_18529297891370463786


244x323_0xc0a8393c_13991533571370463786

შუბლი - თითები წარბის ხაზის პარალელურად დაიდეთ შუბლზე და ცენტრიდან პერიფერიებისკენ ნაზად გაუსვით თითები. ეს ტექნიკა კრემის წასმისას გამოგადგებათ, ხოლო თუ სახის პილინს იტარებთ, მაშინ უმჯობესია თითების ბალიშებით წრიული მოძრაობები შეასრულოთ.

ყველაზე პრაქტიკულია მასაჟის სახეზე კრემის წასმისას ჩატარება, თუმცა ამ საქმეში ყველაზე მთავარია, რომ სახე წინასწარ სათანადოდ იყოს გასუფთავებული ყოველგვარი კოსმეტიკისა და დაბინძურებისაგან.

244x323_0xc0a8393c_20662262651370463786



244x323_0xc0a8393c_12226948421370463786

თვალის ზონა - ამ ადგილისთვის ყველაზე ეფექტური წერტილოვანი მასაჟია. მასაჟის დროს თითები უნდა დავაჭიროთ ძლიერად, ისე რომ ვიგრძნოთ, მხოლოდ ამ დროს უნდა შევეცადოთ, რომ კანი არ გავქაჩოთ. მასაჟს ვიწყებთ ზედა ქუთუთოს შიდა ნაწილიდან და ნელ-ნელა ვინაცვლებთ გარეთა ზონისკენ. იგივეს ვიმეორებთ ქვედა ქუთუთოზეც. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თვალის გარეთა მხარეს - ეს ის ადგილია, სადაც წვრილი მიმიკური ნაოჭები გვიჩნდება, რომელთაც “ბატის ფეხებად” მოვიხსენიებთ ხოლმე. ამ ზონაზე ცოტა მეტ ხანს გაჩერდით და რამდენიმეჯერ გაიმეორეთ წრიული, კაკუნისმაგვარი მოძრაობები თითის ბალიშებით.



244x323_0xc0a8393c_3298709751370463786

244x323_0xc0a8393c_2936758801370463786

ნიკაპიდან ყურის მიმართულებით - თითები ცხვირის ფუძესთან დააწყვეთ და მსუბუქად დააჭირეთ. სასურველი ეფექტის მისაღებად, აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად მასაჟის ხაზებს რომ გავყვეთ: ცხვირის ფუძიდან ყურის ზედა ნაწილისკენ, ცხვირის შუა ნაწილიდან ყურის შუა ზონისკენ და ნიკაპიდან სახის კონტურების გავლით ყურის ბიბილოსკენ.

244x323_0xc0a8393c_20055982561370463786



244x323_0xc0a8393c_18849519901370463786

ტუჩები - თითები ზედა ტუჩის ზემოთ, ცენტრში მოათავსეთ, მსუბუქად დააჭირეთ და თითებით ყურის ბიბილოსკენ გადაინაცვლეთ.

244x323_0xc0a8393c_378229301370463786



244x323_0xc0a8393c_7345124361370463787

ნიკაპი - ეს მასაჟი სახის ოვალისთვის არის გამიზნული და მას ჩქმეტის მაგვარი მოძრაობებით ვასრულებთ. დაიწყეთ ნიკაპის ცენტრალური ნაწილით და გაყევით სახის ოვალს მის დასასრულამდე.

“მეორე ნიკაპის” გასაქრობად კი შემდეგი სავარჯიშო შეასრულეთ: თავი უკან გადაწიეთ ისე, რომ ნიკაპის და ყელის კუნთების დაჭიმვა იგრძნოთ. დაითვალეთ სამამდე და თავი გაასწორეთ. ეს მოძრაობა 30-ჯერ გაიმეორეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები