We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გავიკეთოთ “თევზის კუდის” ნაწნავი

_from blog_:
_September_ 07, 2012
_by_ Anika
დღევანდელი პოსტი ანიკას ბლოგის იმ მკითხველებისთვის არის განკუთვნილი, ვისაც მხრებს ქვემოთ სიგრძის თმები აქვთ და საინტერესო ვარცხნილობების ექსპერიმენტირება უყვართ. დღეს ნაწნავის ერთ-ერთ სახეობაზე, ე.წ. “თევზის კუდის” ნაწნავზე მოგიყვებით, რომელიც, გარდა იმისა, რომ ძალიან ორიგინალური და ლამაზია, იმავდროულად ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მოდური ტენდენციაცაა. ვინც ჰოლივუდურ სიახლეებს თვალყურს ადევნებთ, არაერთხელ გექნებათ შემჩნეული მსხიობი ბლექ ლაივლი ან მომღერალი ბეიონსი საღამოს წვეულებებზე ორიგინალური, ცალ მხარეს ჩამოგდებული ნაწნავით, რომელიც კარგად თუ დააკვირდებით, ნამდვილად მოგაგონებთ თევზის კუდს.



მოკლედ, მოდით ვცადოთ სალონის და სტილისტის დახმარების გარეშე, საკუთარი ხელებით ამ ლამაზი კუდის გაკეთება. დღეს ჩემს გრძელთმიან თანამშრომელზე “დავტესტე” და შევეცდები ჩემი გამოცდილებითაც კარგად აგისხნათ:



  1.  თმები კარგად უნდა გამოივარცხნოთ და ორ თანაბარ ნაწილად გაყოთ (სხვა ტიპის ნაწნავებისგან განსხვავებით, აქ სამ ნაწილად არ ვყოფთ).

  2.  მარჯვენა ყურის ქვედა ნაწილიდან აიღეთ დაახლოებით 0.5 სანტიმეტრის სისქის თმა და გადმოტანეთ თავის მარცენა მხარეს, ჯვარედინი მოძრაობით. მნიშვნელოვანია, რომ თმა თმების ქვედა ნაწილიდან აიღოთ გადაჯვარდინებისას, იმისთვის, რომ შედეგი მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

  3.  იგივე გაიმეორეთ მეორე მხარესაც: მარცხენა ყურის ქვედა ნაწილიდან აიღეთ თმა და მარჯვენა მხარეს გადააჯვარედინეთ. არ არის აუცილებელი თმის ნაწილები იდეალურად მოწესრიგებულად დაჯდეს - თუ უსწორმასწოროდ იქნება, ასე “დაუდევარ” ეფექტს მიიღებთ, რაც არანაკლებ მომხიბვლელია.

  4.  ასე გააგრძელეთ სანამ კუდის დაბოლოებას არ მიაღწევთ და დააფიქსირეთ შესაბამისი რეზინის სამაგრით.


სულ ეს იყო, სცადეთ და მოგვწერეთ ანიკას ბლოგზე, როგორ შედეგს მიიღებთ.

დროებით,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_