We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გავირუჯოთ ეფექტიანად და ჯანსაღად

_from blog_:
_June_ 11, 2017
_by_ Anika
ახლადგამოწურული წვენები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, ტოქსინები გამოჰყავს და ვიტამინებითაა მდიდარი - მსგავსი ნარატივით ამ პოსტში არ მოგაცდენთ. დღეს ხილის წვენების სხვა, დამატებით სარგებელზე ვისაუბრებთ - კერძოდ, ისეთ ხილის წვენებზე, რომლებიც ძირითად სარგებელთან ერთად, გარუჯვის პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის და ლამაზი ნარუჯის მიღებაში გვეხმარება. ეს ყველაფერი კი კონკრეტულ ხილში შემავალი ბეტა-კაროტინის და ანტიოქსიდანტების წყალობით ხდება, რომლებიც ნამზეურის უფრო სწრაფად მიღებას უწყობენ ხელს და იმავდროულად კანს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ, შესაბამისად ნაადრევი დაბერების პრევენციას ახდენენ.

ერთ-ერთი საუკეთესო სასმელი ამ პროცესში სტაფილოს ახლადგამოწურული წვენია, რომლის მოსამზადებლადაც 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 1/4 ჭიქა სტაფილოს წვენი და 1/4 ჭიქა ვაშლის წვენი დაგვჭირდება. ამ ყველაფერს მწიკვ კოჭას დავუმატებთ და სულ ესაა. ასეთ ხილის წვენში დიდი ოდნეობითაა ბეტა-კაროტინი, რომელიც კანს ლამაზი ფერის ნამზეურის მიღებაში ეხმარება და იმავდროულად მას სიმკვრივეს ანიჭებს. ამ მეთოდით მომზადებული წვენი მზეზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე მიირთვით, სასმელის სასარგებლო ინგრედიენტების ეფექტის გასაძლიერებლად კი მასში ოდნაც ნაღები ან მცენარეული ზეთი დაამატეთ.

არანაკლებ სასიამოვნო დასალევია და დადებითი თვისებებითაც არ ჩამოუვარდება სტაფილოს წვენის მიქსს ანანასის წვენის ნაზავი, რომელიც 1/2 ჭიქა ვაშლის წვენისა და 1/2 ჭიქა ანანასის წვენისგან მზადდება. მასში მწიკვ კოჭას და პიტნის 2-3 ფოთოლს დავამატებთ და მზადაა მისართმევად. ზოგადად,ბეტა-კაროტინი ორგანიზმიდან საკმაოდ მალე გამოიდევნება, ამიტომაც ლამაზი რუჯის მაქსიმალურად დიდი ხნით შესანარჩუნებლად რეკომენდებულია რაციონში ანანასის წვენის ჩართვა, რომელიც C ვიტამინის მაღალი შემცველობის დამსახურებით შედარებით მეტი ხნით გვანარჩუნებინებს ნამზეურს და თან აძლიერებს მას.

კიდევ ერთი ეფექტიანი სასმელი შეგვიძლია მოვამზადოთ 1/2 ჭიქა ფორთოხლის წვენის, 1/4 ჭიქა სტაფილოს წვენის და 1/4 ჭიქა გრეიფრუტის წვენის არევით, რასაც ერთი ჩაის კოვზ კურკუმას დავუმატებთ. ზოგადად, რეკომენდებულია გრეიფრუტის წვენის მიღება დასასვენებლად წასვლამდე საშუალოდ ერთი კვირით ადრე დავიწყოთ, დილაობით - ასე არამხოლოდ კანს მოვამზადებთ მზის აბაზანებისთვის, არამედ ორგანიზმს ტოქსინებისგანაც გავათავისფლებთ. თუ წვენს მჟავე გემო ექნება, შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.

_OTHER BLOGPOSTS_