ბლოგი:
მარტი 04, 2013
ავტორი Anika
სილამაზის სალონში საშუალოდ კვირაში ერთხელ მაინც ხომ მივდივართ ხოლმე? ან თმა, ან მანიკური, ან კოსმეტოლოგი - მოკლედ, საჭიროებებს და მოთხოვნილებებს რა გამოლევს. ყველაზე ხშირად კი, მგონია, რომ თმის დავარცხნა-გალამაზების პროცედურებს მივმართავთ. თუმცა, ესეც ინდივიდუალურია: ბევრისთვის სახლის პირობებში გალამაზებული ვარცხნილობაც არ წარმოადგენს პრობლემას: ასე, დროსაც ზოგავენ და თანხასაც. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მაღალია იმის რისკი, რომ არასწორი გაშრობით თმებს დიდი ზიანი მივაყენოთ.
დღევანდელ პოსტში ამ საქმის სპეციალისტების რამდენიმე სასარგებლო რჩევა მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც სახლის პირობებში ფენით თმის გაშრობა-დავარცხნას ეხება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა
დღევანდელ პოსტში ამ საქმის სპეციალისტების რამდენიმე სასარგებლო რჩევა მინდა გაგიზიაროთ, რომლებიც სახლის პირობებში ფენით თმის გაშრობა-დავარცხნას ეხება.
- სველ თმებს ეგრევე ფენს ნუ შეუშვერთ, ვინაიდან თმისთვის ეს ყველაზე მგრძნობიარე და “სუსტი” მდგომარეობაა და მათი დაზინება ასეთ დროს ძალიან ადვილია. რამდენიმე წუთი თმას ბუნებრივად გაშრობის შესაძლებლობა მიეცით.
- ფენის გამოყენებამდე თმების ოდნავ სველი უნდა იყოს. პირსახოცით შეგიძლია თმა მსუბუქად გაწუროთ, რომ მთელი სისველე გამოიტანოთ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თმის პირსახოცით გაშრობა, ხელის გულების მოძრაობებით რომ ვიცით ხოლმე - ეს ძალიან მავნებელი ყოფილა თმის სტრუქტურისთვის: ასეთ დროს თმის ღერი ტენიანობასთან ერთად ბზინვრებასაც კარგავს.
- თუ თმის მუსს ან ქაფს იყენებთ, შეეცადეთ ის თმის ძირებთან ახლოს არ მოხვდეს, თორემ მან შესაძლოა თავის კანის ქავილი და გაღიზიანება გამოიწვიოს. იდეალურ შემთხვევაში, თმის დასავარცხნ საშუალებას თერმოდამცავი ფუნქცია უნდა გააჩნდეს.
- თმის დასავარცხნად უმჯობესია თმა რამდენიმე ნაწილად დაანაწევროთ და თმის გაშრობა წინა ნაწილიდან დაიწყოთ, რომელიც ყველაზე სწრაფას შრება ხოლმე.
- მრგვალი ფორმის თმის ჯაგრისი ძალიან კარგი დამხმარეა, ვინაიდან მისი საშუალებით ძირებიდან ღერის ბოლომდე თანაბრად შეძლებთ თმის მთელ სიგრძეზე გამოშრობას.
- არ დაგავიწყდეთ, რომ ფენსა და თმას შორის დაშორება 10-15 სანტიმეტრი უნდა იყოს - არავითარ შემთხვევაში არ დაადოთ ფენის ცხვირი პირდაპირ თმას.
- და ბოლოს, შეეცადეთ, რომ ფენის ხარისხზე ფულის ეკონომია არ გააკეთოთ. ისეთი შეარჩიეთ, რომელსაც ცივი ჰაერის მოწოდების ფუნქციაც ექნება და ძალიან მძიმეც არ იქნება, ხელები რომ არ დაგეღალოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა