ბლოგი:
აპრილი 08, 2014
ავტორი Anika
დღეისთვის თმის კერატინით გასწორება თბილისში უკვე საკმაოდ პოპულარული პროცედურაა, რომელსაც სულ უფრო მეტი ქალი მიმართავს. 2006 წელს ბრაზილიელი კოსმეტოლოგების მიერ გამოგონებული კერატინის პროცედურა ხელოვნური კერატინის წყალბით, შესაძლებლობას გვაძლევს თმა სწრაფად, ეფექტიანად და ხანგრძლივი ვადით გავისწოროთ, თუმცა გასწორების გარდა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ პროცედურის შემდეგ თმა გაცილებით რბილი, ჯანსაღი და შესაბამისად, მბზინავი ხდება. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არ იცოდეს, რომ ჩვენი თმის ღერი მყარი კერატინისგან და წყლის მოლეკულებისა და მინერალური ნივთიერებების შედგება. აღნიშნული კერატინი საკმაოდ მგრძნობიარეა ქიმიური ზემოქმედების, მაღალი ტემპერატურის და არასათანადო ეკოლოგიური გარემოს მიმართ, შედეგად მოლეკულები წყდება და თმის ღერიც მტვრევადი, უხეში და გამომშრალი ხდება. ხელოვნური კერატინის დახმარებით კი თმის მოლეკულები ისევ ერთდება და თმის ღერი ძლიერი, მკვრივი და რბილი ხდება. ამას გარდა, კერატინის პროცედურას ის დადებითი მხარეც აქვს, რომ მისი ეფექტი დიდ ხანს ნარჩუნდება.
კერატინის პროცედურის სწრაფად და პროფესიონალურად ჩატარებას სალონში შეძლებთ, რაც იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის. თუმცა, მისი ჩატარება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი და ეს ყველაფერი გაცილებით ნაკლებ ფასად. როგორ უნდა ჩავიტაროთ ეს პროცედურა სახლში?! ამისთვის ხარისხიანი ბრაზილიური კერატინის პროდუქტი დაგჭირდებათ, რომლის ინსტრუქციაც კარგად უნდა შეისწავლოთ.
თმა კარგად დაიბანეთ შამპუნით (სასურველია შამპუნი ორჯერ წაისვათ და ჩამოიბანოთ) და შემდეგ პირსახოცით კარგად შეიმშრალეთ ისე, რომ ზედმეტი სისველე არ შერჩეს თმას. თმა რამდენიმე ნაწილად გაიყავით და და დაიწყეთ კერატინის ნელ-ნელა, ეტაპობრივად წასმა თმის წვრილ ღერებზე - ქვემოდან ანუ კეფიდან თავის ზედა მიმართულებით თუ დაიწყებთ წასმას, უფრო გაგიადვილდებათ. თმის თითოეული ღერს ბოლომდე, კარგად შეაზილეთ კერატინი, შემდეგ წვრილკბილებიანი სავარცხლით კარგად გამოივარცხნეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ.
ამის შემდეგ, კერატინიანი თმა ფენით ან უმჯობესია, თმის უთოთი გაიშროთ - მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, თხევადი კერატინი კარგად მაგრდება. პროცედურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ სპეციალური პროდუქტი გადაისვათ, რომელიც კერატინით გასწორების შემდეგ არის რეკომენდირებული.
წესები, რომლებიც კერატინის გასწორების შემდეგ უნდა დავიცვათ: 3 დღის განმავლობაში თმა არ უნდა დავიბანოთ; მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თმა სისველისგან: თოვლის, წვიმის ზემოქმედებისგან; ეს სამი დღე შხაპი მიიღეთ მხოლოდ რეზინის ქუდით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სასურველია თმის სპეციალური კერატინიანი თმის მოვლის შამპუნით და კონდიციონერით დაბანა. შეეცადეთ თმა ზღვის წყალში არ დაისველოთ, ხოლო თუ ეს მაინც მოხდა, მაშინ ეგრევე გადაიბანეთ თავი ონკანის წყლით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა